ქართული ღვინო გლობალური წარმატების გზაზე

საქართველო – ცნობილი, როგორც „მეღვინეობის აკვანი“, ღვინის წარმოების 8000 წლიანი იტორია აქვს. 500 ადგილობრივი ყურძნის ჯიშით და ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდით, ეს თვალწარმტაცი მთიანი ქვეყანა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა IWSC 2024-ის შეფასებებმა, სადაც მსაჯებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ქართული ყურძნის ჯიშისა და ტექნოლოგიის განსაკუთრებულობა. გურჯანის ღვინის ფესტივალისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებული ღონისძიების დასასრულს ჩვენ ვთხოვეთ ჟიურის წევრებს: დეივიდ კერმოდს, ვილ ჰილს, კატ ლომაქსს და, რა თქმა უნდა, მთავარ მსაჯს, ალისტერ კუპერს, რომ გაეზიარებინათ მათი მოსაზრებები ქართულ ღვინოსა და მის გლობალურ მომავალზე.

გაოცებული ვარ. ეს ჩემი მეორე მოგზაურობაა საქართველოში, პირველად 4-5 წლის წინ ვესტუმრე. მას შემდეგ ღვინის ხარისხი საკმაოდ გაზრდილია. დიდად ვისიამოვნეთ უმაღლესი დონის ღვინოებით დეგუსტაციითა და შეფასებით, – ასე შეაფასა ღვინის მაგისტრმა ალისტერ კუპერმა წლევანდელი კონკურსი.

კონკურსის შედეგები ქართული ღვინოების მაღალი ხარისხის დასტურია – წელს კონკურსში მონაწილე 450-მდე ღვინოდან 60%-ზე მეტი მედლებით დაჯილდოვდა, მათ შორის გაიცა 18 ოქროს მედალიც. წლევანდელი შედეგები მსგავსია გასული წლისა. IWSC 2023-ზე მონაწილე ღვინოების დაახლოებით 57%-მა მიიღო მედალი, მათ შორის იყო 16 ოქრო.

ჩვენს მსაჯებზე შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ ხარისხმა, არამედ ქართული ღვინოების მრავალფეროვნებამ.

„ბევრი განსხვავებული სტილია ქართულ ბაზარზე! და არა მხოლოდ სტილი, არამედ ყუძნის ჯიშების მრავალფეროვნება. ჩვენ ვცდილობთ უფრო მეტი კავშირი დავინახოთ ყუძნის ჯიშებსა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს შორის, რომელიც ჭიქაში ჩამოსხმულ ღვინოში კარგად ჩანს“, – თქვა უილ ჰილმა.

ქეთ ლომაქსი განსაკუთრებით გამოარჩევს ქართული ღვინის ხასიათსა და თვისებებს: „ზოგიერთი უმაღლესი კლასის ღვინო, რომელიც ჩვენ ოქროს მედლით დავაჯილდოვეთ, მართლაც გამორჩეული და წარმოუდგენლად დასამახსოვრებელი იყო მისი არომატით. მათ აქვთ უნიკალური დამახასიათებელი ნიშანები, ინდივიდუალობა, რაც გამოარჩევს ამ ქვეყანას. ასე რომ, დიახ, უმაღლესი ხარისხის საუკეთესო ღვინოებია.

 

მსაჯებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთ ქვევრის ღვინოს ჰქონდა გამორჩეული, მდიდარი ტექსტურა, ბზინვარება და დამახასიათებელი გემო, რომელსაც სწორედ ქვევრი აძლევს.

„ძალიან ხშირად გვხვდებოდა უმამის გემო ქვევრის ღვინოებში. ზოგჯერ იგრძნობოდა სოიოს მარცვლის, ზოგჯერ უფრო მეტად პარმეზანის მსგავსი გემო მოდიოდა, მაგრამ ეს იყო საოცრად დახვეწილი… მნიშვნელოვანია, რომ ტექსტურა, რომელიც მიიღება ღვინის ქვევრში დაყენების ტექნიკით, სხვა ჭურჭელში შეუძლებელია ასეთი შედეგის მიღება. ეს არის პიკანტურობისა და ტანინის  არაჩვეულებრივი ინტეგრაცია და ეს საოცარი სიმშრალე, რომელიც ბოლოს მოდის.“, ამბობს ვილ ჰილი.

 

მსაჯებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ როდესაც საქმე ეხება ქვევრში დაყენებულ ქარვისფერ  ღვინოს, საჭიროა სიფრთხილე, რათა თავიდან იყოს აცილებული ზედმეტი სიმშრალე. როდესაც ეს ღვინო სწორად მზადდება ნამდვილად გამორჩეულია და მათი დაძველება მართლაც გასაოცარია, აღნიშნეს მსაჯებმა. როდესაც ღვინო ბალანსის დაცვით მზადდება, ის გამორჩეული თვისებების მატარებელია და, შესაბამისად, მას დაძველების დიდი პოტენციალიც აქვს, ამბობდნენ მსაჯები.

„ვფიქრობ, ძალიან ხშირად ეს ღვინოებია, რომლებიც საკვებთან ერთად უნდა დააგემოვნო – სწორედ, მათში არსებული ტანინის გამო.“- ამბობს ღვინის მაგისტრი ალისტერ კუპერი.

სომელიეს ოცნება, ღვინის ბაიერის ღამის კოშმარია, რადგნა ასეთი ღვინოების გაყიდვა, ნამდვილად, რთულია.

კატ ლომაქსმა რამდენიმე რჩევა გაუზიარა მეწარმეებს:

„რესტორანში ღვინის გაყიდვა შედარებით მარტივია, რადგან სომელიეს გიყვება ისტორიას და გიხსნის, რატომ მიდის კონკრეტული ღვინო კონკრეტულ საჭმელზე. სუპერმარკეტში შესყიდვის პროცესი კი სრულიად განსხვავებულად მიმდინარეობს – არავინ გიხსნის, რატომ უნდა შეიძინო ღვინო. პოტენციური მყიდველი ხელმძღვანელობს ბოთლზე დატანილი ეტიკეტირებით. ასე რომ, რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება მითითებული ბოთლზე, მით მეტი შანსია თქვენი ღვინის როგორც გაყიდვის, ისე ლოიალურობის გაზრდის თვალსაზრისით, რადგან გეყოლებათ მომხმარებელი, რომელმაც იცის რომელი ღვინო დალიოს და როდის.“

ეტიკეტირებაზე მეტი აქცენტის გაკეთება და კონკრეტულ ღვინოსთან შესაბამისი საკვების მითითება მსაჯების საერთო რჩევა იყო.

გამორჩეულ ყურძნის ჯიშებზე საუბრისას, ჩვენმა ჟიურიმ ხაზი გაუსვა საფერავს, რომელსაც ხშირად „ქართული ყურძნის მეფეს“ უწოდებენ. მსაჯების აზრით, ეს დამსახურებული ტიტულია, რადგან „საფერავი“ მომხმარებელს მოსწონს… ის „მალბეკსაც“ კი შეადარეს.

ალისტერ კუპერი აღნიშნავს: „ვფიქრობ, რომ ეს არის შესანიშნავი ჯიში, რომელიც ბევრი ადამიანის მოწონებას იმსახურებს. ეს უკანასკნელი, ჩემი აზრით, ეს არის საოცარი თვისება, რომელიც მალბეკსაც აქვს. ის ზუსტად ისეთივე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის, როგორც ღვინის ექსპერტებისთვის. ვფიქრობ, რომ საფერავს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია და დაძველების მაღალი პოტენციალი აქვს.“

მსაჯები აღფრთოვანებულები არიან საფერავის მდიდრული გემოთი და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყურძნის ამ ჯიშთან ტანინების სწორად განსაზღვრა საოცარ სიფრთხილეს მოითხოვს.

„ვფიქრობ, რომ ყველაზე წარმატებულ ღვინოებს, რომელიც ჩვენ დავაგემოვნეთ , ტანინები მართლაც კარგად დაბალანსებული ქონდა. ცხადია, ამ მდიდარი ყურძნის ჯიშისგან დაყენებულ ღვინოს შეიძლება ბევრი ტანინი ჰქონდეს და ღვინოს ძალიან მშრალი იყოს. ასე რომ, როგორც აღვნიშნე, რაც უფრო დახვეწილია ღვინო, მით უფრო დაბალანსებულია ტანინი – მას აქვს სასიამოვნოდ სიმჟავე, მაგრამ ეს არ არის დომინანტური გემო,“- ქეთ ლომაქსი.

რაც შეეხება სხვა წარმოდგენილ ღვინოებს, რომლებმაც კარგი შედეგი აჩვენეს, ესენია: ქისი, ხიხვი, რქაწითელი და კახური მწვანე.

“მე ვფიქრობ, რომ ქისს საოცრად უხდება ქვევრში დაყენება. ეს არის ყვავილოვანი არომატებით გაჯერებული, მაგრამ არა ზედმეტად, მაგალითად როგორც არის Torrontes ან Gewurztraminer. ვფიქრობ, რომ ქისს სხვა ჯიშებისაგან განსხვავეებით აქვს უფრო თავშეკავებული გემო, რომელიც უფრო მეტად წააგავს Gruner Veltliner-ს, რომელიც ახლა ძალზედ პოპულარულია“, – ალისტერ კუპერი.

 მსაჯმა, ვილ ჰილმა აღნიშნა, რომ ღვინოების დაგემოვნებისას აღმოაჩინა რამდენიმე რქაწითელი საუცხოო დაძველებით. რაც შეეხება ქვევრის ღვინოებს, ვილის ჰილის ფავორიტი ღვინოა, ხიხვი, რომელშიც პიკანტური გემოები იგრძნობოდა. სასიამოვნოდ გასაკვირი იყო კიდევ ერთი ღვინის აღმოჩენა- კახური მწვანე –  ელეგანტურობა, რომელიც მსაჯებმა ღვინოში აღმოაჩინეს, ნამდვილად წარმოადგენს ქვევრის ღვინის საუკეთესო მაგალითს.

რომ შევაჯამოთ მსაჯების შეხედულებები და რჩევები, რომელიც მიზნად ისახავს ექსპორტის ზრდას, ქართული ღვინო უდავოდ მაღალი ხარისხისაა, ახლა კი დროა ფოკუსირება მოვახდინოთ ბრენდინგზე. მნიშვნელოვანია, ეტიკეტი ადვილად წასაკითხი და გასაგები იყოს მომხმარებლისათვის, ხოლო ბოთლის უკანა ეტიკეტი უნდა იყოს მარტივად აღსაქმელი – როგორი გემო აქვს ღვინოს, როგორ მივითვათ და რასთან ერთად. რაც შეეხება მეღვინეობის პრაქტიკას, აქ ოქროს გასაღები ღვინის დაყენების სიფრთხილეშია.

ქეთ ლომაქსმა აღნიშნა, რომ  როგორც წითელ, ისე ქვევრის ღვინოებს მისცემდა ერთ მნიშვნელოვან რჩევას, რომ ტანინები უფრო დაბალანსებული იყოს. „როგორც წითელზე აღვნიშნეთ, ასევე ქვევრის ღვინოზეც დიდხანს დაყენებამ შეიძლება გამოიჭვიოს ღვინოს  სიმშრალე. ყველაფერი კი არის პირის ღრუს რეცეპტორებზე დამოკიდებული – გემო წვნიანია თუ მშრალი? და თუ გემო უფრო გამოშრობისაკენ მიდის, ალბათ, ღვინოს დიდხანს დააყოვნეთ ქვევრში“.

 

ალისსტერ კუპერმა დაამატა, რომ ხილის ღვინოები, რომელიც საფერავზე მსუბუქი დასალევია, დაეხმარება მეღვინეებს საფასო პოლიტიკის დაწევასა და მომხმარებლის მოზიდვაში.

კიდევ ერთი რჩევა რომელიც მსაჯებისგან მივიღეთ არის მჭიდრო თანამრომლობა დამოუკიდებელ საცალო სექტორთან, რომლებიც შეიძლება გახდნენ ქართული ღვინის წარმომადგენლები. „დამოუკიდებელ სპეციალისტებს ყავთ ერთგული მომხმარებელი და მათი რიცხვი მზარდია. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც საერთოდ არ არის ღვინის ინდუსტრიაში ჩართული, ან ირიბად არის ჩართული, თუმცა უამრავი მომხმარებელი ენდობა მათ. ვფიქრობ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ სექტორთან მჭიდროდ ვთანამშრობლობ, რომელსაც დიდი როლი შეუძლია შეასრულოს მომხმარებელთან ურთიერთობაში“, თქვა ალისტერ კუპერმა.

„საქართველო არის საუკეთესო ადგილი ღვინის მოყვარულებისთვის, აღმოაჩინონ, შეისწავლონ და დააგემოვნონ ავთენტური სახეობის ღვინოები“, განაცხადეს მსაჯებმა. ამავდროულად ქვეყანა წარმატებით ახდენს უძველესი ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნიკის სინთეზს, რომელიც ძალზედ სასიამოვნოა და კარგად აღსაქმელი მთელი მსოფლიოსათვის. საინტერესოა ქართული ღვინის ხარისხის ზრდა, რასაც მსაჯები მოუთმენლად ელიან მომავალი წლისათვის.

 

IWSC 2024 Wine Judging in Georgia: მსაჯების გადაწყვეტილებები 

ჩვენმა საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა საინტერესო კვირა გაატარა კახეთში, საქართველოს უდიდეს მეღვინეობის რეგიონში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით ორგანიზებულ გლობალური ღვინის კონკურსის ფარგლებში.

კონკურსის მსაჯებმა მოინახულეს ღვინის მწარმოებლები კახეთში, როგორც დიდი მეღვინეობები, ასევე მცირე ზომის საოჯახო მარნები. ჟიურიმ 500-ზე მეტი რეგისტრირებული ღვინის ნიმუში დააგემოვნა. გარდა  საქართველოდან შემოსული ღვინოებისა, წელს ჩვენ გვქონდა პატივი, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მიგვეღო ღვინის ნიმუშები.

ჟიურის პანელს ზედამხედველობას უწევდა ღვინის მაგისტრი ალისტერ კუპერი. სადეგუსტაციო მაგიდასთან მაგისტრს საერთაშორისო ექსპერტების ვარსკვლავური გუნდი შეუერთდა: ქეთ ლომაქსი, ემა პენმანი, ვილ ჰილი, გეორგიოს იორდანიდისი, მელანია ბატისტონი, დეივიდ კერმოდი, ზარა სერობიანი და სალვატორ კასტანო. ჟიურის პანელს ასევე შეუერთდნენ ადგილობრივი ქართველი ღვინის მსაჯები, რომლებმაც თავიანთი ფასდაუდებელი ცოდნა და ხედვა შემოიტანეს რეგიონის შესახებ.

“აღფრთოვანებული ვარ. ეს ჩემი მეორე მოგზაურობაა საქართველოში, პირველად აქ 4-5 წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ ღვინის ხარისხში უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია; კონკურსზე  აბსოლუტურად უმაღლესი ხარისხის ღვინოების დაგემოვნების სიამოვნება მოგვეცა.” – გვიზიარებს ღვინის მაგისტრი ალისტერ კუპერი.

ჟიურიმ გამორჩეილად დააფასა მუხის კასრის ფრთხილად გამოყენება, ისევე როგორც საკონკურსო ქართული ღვინოების  ინდივიდუალობა და შთამბეჭდავად გამორჩეული რეგიონალური ხასიათი. ეს უნიკალური მახასიათებლები მართლაც ბრწყინავდნენ ქართული ქვევრის ღვინოებში, მათ შესანიშნავი შედეგები აჩვენეს:

ტრადიციული მეთოდით დაყენებული ქარვისფერი ღვინო 9 ოქროსა და კიდევ მრავალი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალით დაჯილდოვდა.

“საუკეთესოდ შეფასებული მრავალი ღვინო იყო ქარვისფერი – ჩვენ აღმოვაჩინეთ არაერთი შესანიშნავი ნიმუში, რომელთა დაგემოვნებაც ფრიად სასიამოვნო იყო. მათ შორის, საუკეთესოებმა მიიღეს ოქროს მედლები, ეს განაპირობა მათმა ცინცხალმა მჟავიანობამ, განსაკუთრებულმა სურნელებამ, დახვეწილმა გემომ და არა მშრალმა სხეულმა,” – განაცხადეს მსაჯებმა.

ჩვენი ექსპერტების თქმით, ქისი და რქაწითელი ყურძნის ის ჯიშებია, რომლებიც განსაკუთრებით კარგად ავლენენ თავს ქვევრში დაყენების შემთხვევაში. საქართველოში ჩატარებულ კონკურსზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულით შეფასებული ღვინო იყო კახური ქარვისფერი რქაწითელი (კარდანახი 1888, წარაფი). აღნიშნულმა ღვინომ მოიპოვა 97 ქულა და მყარი ოქროს მედალი, მსაჯებმა შეაქეს მისი მდიდარი სურნელი, რომელიც გაჯერებული იყო ტკბილი გამომშრალი გარგარის, ოქროსფერი ქიშმიშის და ახლად გამომცხვარი ნამცხვრის ტონებით. აღიარება მოიპოვა ასევე მისმა ხავერდოვანმა ტექსტურამ ხანგრძლივი დაბოლოებით.

კიდევ ერთი გამორჩეული სახეობა იყო საფერავი, საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული წითელი ყურძნის ჯიში. საფერავმა კარგ შედეგს მიაღწია როგორც ქვევრის, ასევე არა-ქვევრის დაყენების მეთოდის მიხედვით. ჟიურიმ აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ეხება საფერავს, მნიშვნელოვანია ფრთხილად დაწურვა, მზის მიდგომის მართვა და მუხის ფრთხილად გამოყენება. ვენახსა და  მეღვინეობაში სწორი მიდგომით დაყენებული საფერავი იძლევა წვნიან, სხეულიან, კარგად სტრუქტურირებულ ღვინოებს.

“საფერავი დიდებული ჯიშია. ის მალბეკს ჰგავს – ძალიან ხელმისაწვდომია, ბევრი გთავაზობს და ძალიან მეგობრულია მომხმარებლისადმი. საფერავს აქვს ძალიან კარგი დაძველების უნარი – დავაგემოვნეთ რამდენიმე 13 წლის ღვინო, მათ ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს,“- გვიზიარებენ კონკურსის მსაჯები.

საერთო ჯამში, ქართული ღვინოები წლევანდელ კონკურსზე განსაკუთრებულად წარმატებებით წარსდგნენ და ჯამში 280-ზე მეტი მედლით დაჯილდოვდნენ.

რაც შეეხება, კონკურსზე გასინჯულ სომხურ ღვინოებს, ღვინის მსაჯებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვაიოცძორის რეგიონის არენმა კარგად გამოავლინა თავი. არენის ღვინოებმა ცხრა ძლიერი მედალი მოიპოვეს.

”ყველაზე წარმატებულმა ღვინოებმა საშუალება მისცეს ყურძნის ხასიათის გამობრწყინებას (წითელი ალუბლის ნოტები). იყო მწიფე და დაბალანსებული მჟავიანობა. ჩვენ აღმოვაჩინეთ რამდენიმე ღვინო, სადაც მუხა ძალიან მძიმედ იგრძნობოდა, ამიტომ მწარმოებლებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტი, როდესაც მეღვინეობაში გადაწყვეტილებებს იღებენ,“ – განაცხადეს კონკურსის მსაჯებმა.

ჟიურის თქმით, სხვა გამორჩეული სომხური ჯიშები იყო ახტანაკი და ნრნენი. საერთო ჯამში, სომხურმა ღვინოებმა 20-ზე მეტი მედალი მიიღეს, ამ ქვეყნიდან შემოსული ნიმუშების თითქმის ნახევარი დაჯილდოვებულია. IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს კონკურსის სრული შედეგები ორშაბათს, 4 დეკემბერს გახდება ცნობილი.

IWSC Wine Judging in Georgia: მედლის მფლობელების ვინაობა გამოვლენილია

IWSC Wine Judging 2024 წლის დაჯილდოება ოფიციალურად საქართველოში დაიწყო. 2023 წლის კონკურსის წარმატებულად ჩატარების შემდეგ, გასულ კვირას, ჩვენ უკვე მეორედ ჩავატარეთ ღვინის საერთაშორისო ღონისძიება.

წელს, „გურჯაანის ღვინის ფესტივალისა“ და „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით, კონკურსი კახეთში, საქართველოს ღვინის წამყვან რეგიონში ჩატარდა.

გარდა ქართული ღვინოებისა, კონკურსზე წარმოდგენილი იყო სომხური და აზერბაიჯანული ღვინოები, შესაბამისად რეგისტრირებული 500 ღვინით წლევანდელი კონკურსი კიდევ უფრო მასშტაბური აღმოჩნდა.

წელს ჟიურის ხელძღვანელობდა ღვინის მაგისტრი ალისტერ კუპერი, მსაჯების დანარჩენი წევრები კი არიან საერთაშორისოდ ცნობილი ღვინის ექსპერტები და სომელიეები: ქეთ ლომაქსი, ემა პენმანი, ვილ ჰილი, გეორგიოს იორდანიდისი, მელანია ბეტისტონი, დეივიდ კერმოდი, ზარა სერობიანი და სალვატორე კასტანო. მსაჯების გუნდს, ასევე, ქართველი ჟიურიც შეურთდა.

ქართულმა ღვინოებმა საოცარი შედეგი დადეს. გაიცა 285 მედალი, აქედან 18 ოქროს, 70-ზე მეტი ვერცხლისა და 190 ბრინჯაოს მედალი.

მსაჯები განსაკუთრებით მოიხიბლნენ ქვევრის, ქარვისფერი ღვინის გემოთი, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ გამოხატავს რეგიონის კომპლექსურ მახასიათებლებს. ქართულმა ქვევრის ღვინოებმა მიიღეს ოქროს 8 მედალი და ასევე მრავალი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი. კონკურსზე ყველაზე მაღალი შეფასება, 97 ქულა,  „კარდანახი 1888“-ს წარაფმა (2020) მიიღო, მას მსაჯებმა „სუპერ ვარკსკვლავიც“ კი უწოდეს და მას ასეთი შეფასება მისცეს: „golden raisins and freshly baked pastries on the nose, with warm apricots and sweet spice. A velvet palate with a complex yet silky structure of toasted nuttiness, finishing on candied oranges and balanced acidity”.

გვყავს კიდევ ორი ოქროსმედალოსანი, რომელმაც 96 ქულა მიიღო – „LTD კახეთის ქომფანის ბედობა 2021“ და „მილდიანის ხიხვი ბუკეტი 2018“ (,,საოცრად ექსპრესიულ და არომატულ სურნელში გამოხატულია კომშის ნამცხვრის რთული და მრავალფეროვანი ტონები. იგრძნობა ასევე თაფლი, გამომშრალი მანგო, ფორთოხლის ცედრა. მოტკბო სანელებლებისა და მანდარინის ტონების შთამბეჭდავი კონცენტრაცია სასიამოვნოდ არის დაბალანსებული მჟავიანობით, რასაც მოყვება ხანგრძლივი, ეფექტური, მარმელადისებური დასასრული.”)

ოქროს მედლები მიიღო საფერავის ღვინოებმაც. წითელი ღვინოებიდან ყველაზე მაღალი შეფასება ასევე მილდიანის საოჯახო მეღვინეობამ მიიღო. „მუკუზანი რეზერვი 2018“ ჟიურიმ 96 ქულით შეაფასა, ოქროს მედალი გადასცა და დაახასიათა, როგორც „უხვად ხილიანი და გემრიელად პიკანტური“. „მილდიანის საოჯახო მეღვინეობამ“ ჯამში 13 მედალი მიიღო, აქედან 4 კი – ოქრო.

წელს 50-მა სომხურმა ღვინომ მიიღო მონაწილეობა, აქედან კი დაახლოებით ნახევარს გადაეცა ერთი ვერცხლისა და 20-ზე მეტი ბრინჯაოს მედალი. ასეთი შედეგები სომხური ღვინის პროგრესსა და პოზიტიურ ცვლილებებზე მიუთითებს. მსაჯები განსაკუთრებით მოიხიბლნენ სომხური „არენისგან“ დამზადებული ღვინოებით.

სასიამოვნოდ გასაკვირი იყო აზებაიჯანული ღვინოების მონაწილეობა IWSC-ის კონკურსში. ქვეყნის ღვინის ინდუსტრიის მზარდი ტენდენციებიდან გამომდინარე, მსაჯებს ინტერესი ჰქონდათ გაესინჯათ აზებაიჯანული ღვინოები და მოუთმენლად ელიან მომავალში ამ ქვეყნის სულ უფრო მეტი ღვინის გამოჩენას მსოფლიო ბაზარზე.

მელანია ბატისტონი საქართველოში მოგზაურობის შესახებ პოსტს აქვეყნებს

IWSC Wine Judging in Georgia-ს ჟიურის წევრი, მელანია ბატისტონი საქართველოში მოგზაურობის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
ტექსტი შეიცავს თითოეული ფოტოს აღწერას.

1. მთლიანი კვირის შეჯამება 🥰

2. ჭაჭა, რაღაცნაირად ქართველების საყვარელი სიტყვაა 😂 ეს არის ტრადიციული ყურძნის არაყი.

3. ტარხუნის ლიმონათი და წითელი ღვინისგან გაშავებული კბილები 🤣. ტარხუნა ქართველების საყვარელი მცენარეა. ტარხუნის ლიმონათი უცნაური ვიზუალის, არომატული მსუბუქი სასმელია.

4. ქართული სამზარეულო უმეტესად ხორცეულისგან შედგება! ქათამი, ღორის, საქონლის და ხბოს ხორცი. ჩემთვის ყველაზე გემრიელი მწვადი იყო 🍖

5. ხინკალი 🥟 და როდესაც ფიქრობ, რომ სადილი დასრულდა…სწორედ მაშინ შემოდის სუფრაზე ხინკალი. ეს კერძი ფორმით ჰგავს მზეს (ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო ქართულ მითოლოგიაში). ყველაზე მნიშვნელოვანია მისი წვენის თბილ მდგომარეობაში მირთმევა.

6. საუკეთესო ღორის ლოყები, რომელიც დამიგემოვნებია.

7. ყველა ქართულ სუფრაზე გვხვდება ფხალი. ეს არის ცივი კერძი, რომელიც განსაკუთრებულად კარგია ქართულ პურთან ერთად. ფხალის მომზადება ყველანაირი ბოსტნეულისგან არის შესაძლებელი. 🥦

8. ქართული ყანწი, სასმელი ჭურჭელი, რომელიც ჩვეულებრივ კეთდება ცხვრის ან თხის რქისგან და სუფრაზე მისი გამოყენება, ქართული ტრადიციის ნაწილია. სადღიგრძელოს დასრულების შემდეგ აუცილებელია მთლიანი სასმისის დაცლა.

9. დეივიდ კერმოდი და მისი საყვარელი ხ ა ჭ ა პ უ რ ი 💓 გემრიელი ქართული კერძი, რომელიც ყველისგან და ცომისგან მზადდება. ხაჭაპურის 50-ზე მეტი სახეობა არის იდენტიფიცირებული მაგრამ როგორც მივხვდი ყველანაირ ხაჭაპურს ბევრი ყველი აქვს 🧀

10. ქართული სადღეგრძელო/ პერფორმანსი? წარმოიდგინეთ სტუმრებით სავსე მაგიდა, რომელთანაც ასევე ზის თამადა და სადაც დევს უამრავი ღვინო. თამადა ასახელებს სპიკერს, რომელიც ყვება ამბავს ან ისტორიას რომელიც მის გულთან ახლოსაა. ქართული სუფრა შეიძლება საათობით გაგრძელდეს და ის არის ძლიერი ემოციური კავშირების გაზიარების ადგილი.

♥️საქართველო მხიარულების და სიცილის ადგილია. და რაც მთავარია,(🏊🌊🏓🎳) ეს არის ადგილი, სადაც არის გულითადად შ ე უ დ ა რ ე ბ ე ლ ი სტუმარმასპინძლობა.

„საქართველო უნიკალური ადგილია მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში, სადაც ძალიან განსხვავებული ღვინოებია“ -კრისტელ გიბერი

„ჩვენი თქვენთან მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი დიდი სურვილია საქართველო კარგად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო ღვინის რუკაზე“ -დაჯილდოების ცერემონიალზე ქართული ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრა  IWSC აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტელ გიბერიმ.

18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! – ასეთი შედეგებით დასრულდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია – კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები, თითოეულს შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია მისცა.

კონკურსზე დარეგისტრირებული 520 ღვინიდან მედალი 310 მათგანს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ყველა ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს. ხოლო 72 ვერცხლიდან 1 მედალი სომხეთის კომპანიას ერგო, ხოლო 220 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 196 ქართულმა მეღვინეობამ, 22 სომხეთისა და 2 აზერბაიჯანულმა კომპანიებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა კომპანიებისთვის ერთგვარ პრესტიჟად და ტრადიციად ჩამოყალიბდა. კონკურსში გამარჯვებულებმა ჯილდოს გარდა ჟიურისგან მიიღეს ის, რაც თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მეტად ფასობს – ახალი უნარები, ცოდნა და გამოცდილება.

„საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. აქვს განსაკუთრებული და მდიდარი ღვინის ისტორია. აქ ძალიან განსხვავებული ღვინოებია. მოხარული ვარ, რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ საქართველოში ჩატარდა. ჩვენი სურვილია საქართველოს ცნობადობა ავამაღლოთ, ჩვენი თქვენთან მუშაობა არ დასრულებულა, ჩვენი დიდი სურვილია საქართველო კარგად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო ღვინის რუკაზე, ასევე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ღვინის სამშობლომ მსოფლიო ბაზარზე“ – ქართული ღვინის უნიკალურობაზე საუბრობს IWSC აღმასრულებელი დირექტორი, კრისტელ გიბერი.

მნიშვნელოვანია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტური ჟიური საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოებსაც აფასებდნენ.

კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე. ჟიურის წევრები კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო ღვინის წარმოებით მდიდარი ქვეყანაა და 8000 წლიანი ისტორიით საპატიო ადგილს იმსახურებს მსოფლიო ღვინის რუკაზე.

შეგახსენებთ, რომ ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრა,  ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d’Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი ხელმძღვანელობს. ალისტერს შეუერთდnen საერთაშორისო მსაჯები – ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო – 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი – “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი – ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ზარა სერობიანი – ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი – ღვინის ექსპერტი ლონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი – ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროს პროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და  ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯეპრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.  ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.

IWSC 2024 Wine Judging in Georgia შედეგები ცნობილია

18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! – ასეთი შედეგებით დასრულა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია – კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები და თითოეულს შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია მისცა.

კონკურსზე დარეგისტრირებული 520 ღვინიდან მედალი 310 მათგანს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ყველა ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს, ხოლო 72 ვერცხლიდან 1 მედალი სომხეთის კომპანიას ერგო, ხოლო 220 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 196 ქართულმა მეღვინეობამ, 22 სომხეთისა და 2 აზერბაიჯანულმა კომპანიებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა კომპანიებისთვის ერთგვარ პრესტიჟად და ტრადიციად ჩამოყალიბდა. კონკურსში გამარჯვებულებმა ჯილდოს გარდა ჟიურისგან მიიღეს ის, რაც თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მეტად ფასობს – ახალი უნარები, ცოდნა და გამოცდილება.

„საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. აქვს განსაკუთრებული და მდიდარი ღვინის ისტორია. აქ ძალიან განსხვავებული ღვინოებია. მოხარული ვარ, რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ საქართველოში ჩატარდა. ჩვენი სურვილია საქართველოს ცნობადობა ავამაღლოთ და განვათავსოთ მსოფლიო ღვინის რუკაზე,“ – ქართული ღვინის უნიკალურობაზე საუბრობს IWSC აღმასრულებელი დირექტორი, კრისტელ გიბერი.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდ და განსაკუთრებულ პატივს ვცემ, აქ მსაჯობა ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ის განვითარება მე რაც 5 წლის განმავლობაში ვნახე ნამდვილად შოკის მომგვრელია, მთავარი გზავნილი იქნება ჩემგან: განაგრძეთ წინსვლა!“ – აღნიშნავს ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი CATA D’OR-ის პრეზიდენტი და UNITED CELLARS-ის გლობალური კონსულტანტი, ალისტერ კუპერი.

მნიშვნელოვანია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტური ჟიური საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოებსაც აფასებდნენ.

კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე. ჟიურის წევრები კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო ღვინის წარმოებით მდიდარი ქვეყანაა და 8000 წლიანი ისტორიით საპატიო ადგილს იმსახურებს მსოფლიო ღვინის რუკაზე.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურსი ჩატარდა საქართველოში. ვფიქრობ, შარშანდელმა წარმატებამ განაპირობა ის რომ, წელს უკვე მეორედ ტარდება ეს კონკურსი. IWSC-ს ჯილდო შედის მსოფლიო ჯილდოების ტოპ სამეულში. შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომელიც ეს დაიმსახურეს, საკმაოდ დიდი წარმატებაა და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უცხოეთის ბაზრებზე გასასვლელად. ის განსაკუთრებით პრესტიჟულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ბაზრებზე“, – მიაჩნია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან მეხუზლას.

„წელს კონკურსმა რეგიონული სახე მიიღო, ინტერესი გამოიჩინეს და მონაწილეობა მიიღეს, როგორც სომხურმა, ასევე, აზერბაიჯანულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა. მომავალ წელს იგეგმება კონკურსის გაფართოება რეგიონის ჭრილში, შესაბამისად, კონკურსი კიდევ უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს. ეს ცხადყოფს კიდევ ერთხელ იმას, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, შესაბამისად, აქ უნდა მოხდეს ამ რეგიონში არსებული ღვინოების კონცენტრირება“, – განმარტავს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი.

„ვიყავი წარმოდგენილი 4 პოზიციით. ავიღეთ 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩვენი კომპანიისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. 2 წელია, რაც დავიწყეთ ფუნქციონირება, სასიხარულოა, რომ ამ მოკლე დროში და ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსის პირობებში შევძელით 4 მედლის მოპოვება. ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი სტიმულია და უფრო მეტი გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, – აღნიშნავს ერთ-ერთი გამარჯვებული, მეღვინეობა „ბრიცას“ დამფუძნებელი გიორგი ჩივიაშვილი.

„4 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო – საკმაოდ დიდი წარმატებაა ჩვენთვის. წელს პირველად ვმონაწილეობდით კონკურსში და ასეთი წარმატება საკმაოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენს პროდუქტს ასეთი გამოცდილი ექსპერტები აფასებენ. ფერი, არომატი, ტექნოლოგია და ხარისხი – ეს ის ძირითადი კრიტერიუმები იყო, რასაც დეგუსტაციის დროს ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა,“ – გვითხრა „მილდიანის“ დამფუძნებელმა ელდარ მილდიანმა.

შეგახსენებთ, რომ ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრა, ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d’Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი ხელმძღვანელობს. ალისტერს შეუერთდnen საერთაშორისო მსაჯები – ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო – 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი – “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი – ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ზარა სერობიანი – ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი – ღვინის ექსპერტი ლონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი – ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროს პროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯეპრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.