background
IWSC Wine Judging in Georgia: მედლის მფლობელების ვინაობა გამოვლენილია

IWSC Wine Judging in Georgia: მედლის მფლობელების ვინაობა გამოვლენილია

IWSC Wine Judging 2024 წლის დაჯილდოება ოფიციალურად საქართველოში დაიწყო. 2023 წლის კონკურსის წარმატებულად ჩატარების შემდეგ, გასულ კვირას, ჩვენ უკვე მეორედ ჩავატარეთ ღვინის საერთაშორისო ღონისძიება.

წელს, „გურჯაანის ღვინის ფესტივალისა“ და „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით, კონკურსი კახეთში, საქართველოს ღვინის წამყვან რეგიონში ჩატარდა.

გარდა ქართული ღვინოებისა, კონკურსზე წარმოდგენილი იყო სომხური და აზერბაიჯანული ღვინოები, შესაბამისად რეგისტრირებული 500 ღვინით წლევანდელი კონკურსი კიდევ უფრო მასშტაბური აღმოჩნდა.

წელს ჟიურის ხელძღვანელობდა ღვინის მაგისტრი ალისტერ კუპერი, მსაჯების დანარჩენი წევრები კი არიან საერთაშორისოდ ცნობილი ღვინის ექსპერტები და სომელიეები: ქეთ ლომაქსი, ემა პენმანი, ვილ ჰილი, გეორგიოს იორდანიდისი, მელანია ბეტისტონი, დეივიდ კერმოდი, ზარა სერობიანი და სალვატორე კასტანო. მსაჯების გუნდს, ასევე, ქართველი ჟიურიც შეურთდა.

ქართულმა ღვინოებმა საოცარი შედეგი დადეს. გაიცა 285 მედალი, აქედან 18 ოქროს, 70-ზე მეტი ვერცხლისა და 190 ბრინჯაოს მედალი.

მსაჯები განსაკუთრებით მოიხიბლნენ ქვევრის, ქარვისფერი ღვინის გემოთი, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ გამოხატავს რეგიონის კომპლექსურ მახასიათებლებს. ქართულმა ქვევრის ღვინოებმა მიიღეს ოქროს 8 მედალი და ასევე მრავალი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი. კონკურსზე ყველაზე მაღალი შეფასება, 97 ქულა,  „კარდანახი 1888“-ს წარაფმა (2020) მიიღო, მას მსაჯებმა „სუპერ ვარკსკვლავიც“ კი უწოდეს და მას ასეთი შეფასება მისცეს: „golden raisins and freshly baked pastries on the nose, with warm apricots and sweet spice. A velvet palate with a complex yet silky structure of toasted nuttiness, finishing on candied oranges and balanced acidity”.

გვყავს კიდევ ორი ოქროსმედალოსანი, რომელმაც 96 ქულა მიიღო – „LTD კახეთის ქომფანის ბედობა 2021“ და „მილდიანის ხიხვი ბუკეტი 2018“ (,,საოცრად ექსპრესიულ და არომატულ სურნელში გამოხატულია კომშის ნამცხვრის რთული და მრავალფეროვანი ტონები. იგრძნობა ასევე თაფლი, გამომშრალი მანგო, ფორთოხლის ცედრა. მოტკბო სანელებლებისა და მანდარინის ტონების შთამბეჭდავი კონცენტრაცია სასიამოვნოდ არის დაბალანსებული მჟავიანობით, რასაც მოყვება ხანგრძლივი, ეფექტური, მარმელადისებური დასასრული.”)

ოქროს მედლები მიიღო საფერავის ღვინოებმაც. წითელი ღვინოებიდან ყველაზე მაღალი შეფასება ასევე მილდიანის საოჯახო მეღვინეობამ მიიღო. „მუკუზანი რეზერვი 2018“ ჟიურიმ 96 ქულით შეაფასა, ოქროს მედალი გადასცა და დაახასიათა, როგორც „უხვად ხილიანი და გემრიელად პიკანტური“. „მილდიანის საოჯახო მეღვინეობამ“ ჯამში 13 მედალი მიიღო, აქედან 4 კი – ოქრო.

წელს 50-მა სომხურმა ღვინომ მიიღო მონაწილეობა, აქედან კი დაახლოებით ნახევარს გადაეცა ერთი ვერცხლისა და 20-ზე მეტი ბრინჯაოს მედალი. ასეთი შედეგები სომხური ღვინის პროგრესსა და პოზიტიურ ცვლილებებზე მიუთითებს. მსაჯები განსაკუთრებით მოიხიბლნენ სომხური „არენისგან“ დამზადებული ღვინოებით.

სასიამოვნოდ გასაკვირი იყო აზებაიჯანული ღვინოების მონაწილეობა IWSC-ის კონკურსში. ქვეყნის ღვინის ინდუსტრიის მზარდი ტენდენციებიდან გამომდინარე, მსაჯებს ინტერესი ჰქონდათ გაესინჯათ აზებაიჯანული ღვინოები და მოუთმენლად ელიან მომავალში ამ ქვეყნის სულ უფრო მეტი ღვინის გამოჩენას მსოფლიო ბაზარზე.