ქართული ღვინოები London Wine Fair-ზე

IWSC-ი London Wine Fair-ს ქართული ღვინის გამოფენას აჯამებს:

მოხარულები ვართ, რომ პირველად ვუმასპინძლეთ IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ის 100-ზე მეტ მედალოსან ღვინოს London Wine Fair 2024-ზე.

ეს ღონისძიება ჩვენი და ღვინის ეროვნული სააგენტოს დაპირება იყო. ღვინოები კონკურსზე მიღებული უმაღლესი შედეგების მიხედვით შეირჩა. გამოფენა-დაგემოვნების ღონისძიებაზე დამსწრეებმა დააგემოვნეს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ქართული ღვინოები, რაც, ვფიქრობთ, რომ ქართული ღვინის გაცნობისთვის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გახდა.

გამოფენის გარდა, IWSC-მა ღვინის მაგისტრ სარა ებოტთან ერთად უმასპინძლა ღვინის დეგუსტაციის საგანმანათლებლო ორ სესიას.

ქართული ღვინის დაგემოვნებასა და გაცნობის სესიებს ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნის 60-ზე მეტი ბაიერი და გამოფენის უამრავი სტუმარი დაესწრო.

IWSC-ის 2024 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ქართული ღვინოები London Wine Fair-ზე იქნება წარდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ეგიდით, IWSC 2024 Judging in Georgia-ზე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ქართული ღვინოები, ლონდონის ღვინის გამოფენაზე London Wine Fair 2024-ზე იქნება წარდგენილი.

ქართული ღვინის გამოფენა, ერთი დღის განმავლობაში გაიმართება და მასზე დასწრება, გამოფენის ყველა მსურველს შეეძლება.

ღონისძიების მასპინძლები არიან IWSC და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი London Wine Fair-ზე ქართულ ღვინოს წარადგენს

დიდი ბრიტანეთის უდიდეს სავაჭრო პლატფორმაზე, London Wine Fair 2024-ზე, pop-up სივრცეში, IWSC Wine Judging in Georgia-ს კონკურსის გამარჯვებული, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ღვინოების წარდგენისთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა.

ტესტირების პარალელურად, ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი გამოფენის სტუმრებს ქართულ ღვინოს, მეღვინეობებსა და ღვინის კულტურას გააცნობს.

სარა ებოტის საგანმანათლებლო და საინფორმაციო სესიები ჩატარდება 22 მაისს, 11:45-დან 12:45-მდე და 15:30-დან 17:00-მდე.

ღვინის დეგუსტაციაზე „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ წარმოდგენილი იქნება საქართველოს 65 მეღვინეობის 100-ზე მეტი მედალოსანი ქართული ღვინო. მათ შორის, ქვევრისა და უნიკალური ვაზის ჯიშების ღვინოები.

ქართული ღვინის ტესტირებაზე დაპატიჟებული არიან ცნობილი ღვინის მწერლები, ჟურნალისტები და დაინტერესებული დისტრიბუტორები. IWSC შეაგროვებს დაინტერესებული მხარეების უკუკავშირს და მიაწვდის ქართველ მწარმოებლებს დეტალურ ინფორმაციას.


მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://bit.ly/3xOM6KH