background
ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი London Wine Fair-ზე ქართულ ღვინოს წარადგენს

ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი London Wine Fair-ზე ქართულ ღვინოს წარადგენს

დიდი ბრიტანეთის უდიდეს სავაჭრო პლატფორმაზე, London Wine Fair 2024-ზე, pop-up სივრცეში, IWSC Wine Judging in Georgia-ს კონკურსის გამარჯვებული, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ღვინოების წარდგენისთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა.

ტესტირების პარალელურად, ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი გამოფენის სტუმრებს ქართულ ღვინოს, მეღვინეობებსა და ღვინის კულტურას გააცნობს.

სარა ებოტის საგანმანათლებლო და საინფორმაციო სესიები ჩატარდება 22 მაისს, 11:45-დან 12:45-მდე და 15:30-დან 17:00-მდე.

ღვინის დეგუსტაციაზე „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ წარმოდგენილი იქნება საქართველოს 65 მეღვინეობის 100-ზე მეტი მედალოსანი ქართული ღვინო. მათ შორის, ქვევრისა და უნიკალური ვაზის ჯიშების ღვინოები.

ქართული ღვინის ტესტირებაზე დაპატიჟებული არიან ცნობილი ღვინის მწერლები, ჟურნალისტები და დაინტერესებული დისტრიბუტორები. IWSC შეაგროვებს დაინტერესებული მხარეების უკუკავშირს და მიაწვდის ქართველ მწარმოებლებს დეტალურ ინფორმაციას.


მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://bit.ly/3xOM6KH