ერიკ ცვიბელი: საქართველოში აღმოჩენების გასაკეთებლად ჩამოვდივარ. იმედი მაქვს, რაღაც უნიკალურს ვიპოვი

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურსს ჩაატარებს. კონკურსი 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება. 

ამჟამად ერიკი მუშაობს, პრესტიჟულ სასტუმროთა ქსელ The Samling-ში და მართავს ერთ-ერთ საუკეთესო ღვინის მარანს ინგლისში, სადაც გეგმავს კოლექციის გაფართოებას 1,200-დან 2,500 სახეობამდე.

წელს პირველად კონკურსზე ღვინის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა. ერიკი კი სპირტიანი სასმელების მსაჯი იქნება. ის არასდროს ყოფილა საქართველოში და დიდი ცნობისმოყვარეობით ემზადება კონკურსისთვის საქართველოში ჩამოსვლას.

როგორია თქვენი ხედვა ქართული სპირტიანი სასმელების მიმართ და რას ელოდებით ყველაზე მეტად წლევანდელ კონკურსში?

პირველ რიგში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ამ კონკურსში 

საქართველოში. ქართული ღვინოების შესახებ ცოტა რამ ვიციარასდროს ვყოფილვარ საქართველოში და მგონია, რომ რაღაც მაკლია ქართული ღვინის გამოცდილებაში. ლონდონში ხშირად ვესწრები სხვადასხვა დეგუსტაციას და კონკურსებს, მაგალითად როგორიცაა ინგლისის საუკეთესო სომელიე და სხვები, თუმცა მუდმივად მაქვს სურვილი, რომ ახალი რაღაცები ვისწავლო. IWSC-ის მსაჯობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩემთვის, წავიდე საქართველოში, გავიგო და დავაგემოვნო ის, რასაც სვამენ ქართველები ყოველდღიურად. ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩემს ცოდნას ამ სფეროში.

ქართული ჭაჭა საერთაშორისოდაა აღიარებული. როგორც ადამიანი, რომელსაც ჩატარებული აქვს მრავალი მასტერკლასი, როგორ გააცნობთ ამ სასმელს უცხოელ აუდიტორიას?

ხაზს გავუსვამდი იმას, რომ ბევრ ქვეყანას აქვს სპირტიანი სასმელების წარმოების გამოცდილება და აქვთ პოტენციალი ინგლისურ ბაზარზე პოპულარიზაციის. მასტერკლასის დროს, ავხსნიდი ქართული სპირტიანი სასმელების ისტორიულ მნიშვნელობას. გარდა ამისა, მე განვიხილავდი კოქტეილებთან, კონკრეტულ კერძებთან და ჩვეულებრივ სასმელებთან (როგორიცაა ყავა და ჩაი) შეხამებასა და გამოყენებას.

თქვენ გაქვთ მსუყე გამოცდილება სხვადასხვა რეგიონის ღვინოებთან. როგორ ხედავთ ქართული სპირტიანი სასმელების პოზიციონირებას საერთაშორისო სპირტიანი სასმელების ბაზარზე?

ბოლო რამდენიმე წელია IWSC-ის მსაჯი აღარ ვყოფილვარ და მოუთმენლად ველი გავიცნო, დავაგემოვნო და შევისწავლო ახალი პროდუქტები. თვალსაჩინოა იმის დანახვა, რაც ისტორიულად ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ საერთაშორისო ბაზრისთვის მიუწვდომელი. მინდა მეტი ვისწავლო იმის შესახებ, თუ როგორ მზადდება ეს სპირტიანი სასმელები და ვინ დგას მათ უკან. მათი წარმოების გაგება დამეხმარება დაახლოებით გავიაზრო, თუ სად იქნება მათი ადგილი ბრიტანულ ბაზარზე.

როგორც სპირტიანი სასმელების მსაჯი რა თვისებებს ეძებთ ქართულ ნიმუშებში, რამაც შეიძლება გამოარჩიოს ისინი სხვა საერთაშორისო სპირტიანი სასმელებისგან?

გულწრფელად რომ ვთქვა, ძნელია იმის თქმა, რას ვეძებ ახლა, რადგან ჯერ არ გამისინჯავს ისინი. მე მოვდივარ საქართველოში მეტის აღმოსაჩენად. ჩემი საუკეთესო პასუხია, რომ იმედი მაქვს, ვიპოვი რაღაც უნიკალურს, მაგრამ ამჯერად ვერ შევძლებ კონკრეტულ თვისებებზე კომენტარის გაკეთებას, სანამ უკეთ არ გავიგებ, რა არის ხელმისაწვდომი.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე სომელიეების კონკურსებში, რა რჩევას მისცემდით ქართული სპირტიანი სასმელების მწარმოებლებს?

ხარისხი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ქართველმა მწარმოებლებმა გაიგონ თავიანთი იდენტობა და როგორ უნდა მოახდინონ საკუთარი თავის პოზიციონირება ბაზარზე. ისინი უნდა იყვნენ პროაქტიულები საერთაშორისო ბაზართან ურთიერთობაში და ელჩებთანაც კი  განიხილონ თანამშრომლობა თავიანთი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. საზღვარგარეთ ქართულ რესტორნებში ადგილის პოვნა და საერთაშორისო ჯილდოების მოპოვება, როგორიცაა IWSC-ის ოქროს მედალი, შეიძლება დაეხმაროს მათი პროდუქტის წარმოჩენაში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მათი სამომავლო პერსპექტივები.

შეგახსენებთ, რომ “IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia”-ში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 1 ნოემბრამდეა შესაძლებელი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4eUvaCG