ფაქტები IWSC Wine and Spirits Judging in Georgia-ს შესახებ

საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine Judging in Georgia-2025 საქართველოში 2024 წლის ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში ჩატარდება.

2022 და 2023 წლებში კონკურსის ჩატარება უდიდესი შესაძლებლობა გახდა მცირე და საშუალო ქართველი მწარმოებლებისთვის, რადგან მათ მარტივად შეეძლოთ ღვინის ტრანსპორტირება ქვეყნის შიგნით, და აქამდე თუ ეს კონკრეტული ჯილდო მხოლოდ მსხვილ მეღვინეებს შეეძლოთ მიეღოთ, ახლა ნებისმიერი ტიპისა თუ ზომის მეღვინესთვის ჯილდოს მოპოვება რეალური შესაძლებლობა გახდა.

2022 წელს ჩატარებულმა კონკურსმა, რომლის ძირითადი სლოგანიც იყო „აქამდე აღმოუჩენელი ღვინოების აღმოჩენა“, სრულიად გაამართლა თავისი მიზანი. მედალოსნებს შორის უამრავი ახალი სახელი, მიკრო, მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებელია. არცერთ მათგანს აქამდე არასდროს წარუდგენიათ თავისი ღვინო ასეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო კონკურსზე.

წარმოგიდგენთ კონკურსის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს.

Club Oenologique: 19 ოქროსმედალოსანი ქართული ღვინო IWSC 2024-ის კონკურსიდან

ბრიტანული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ჟურნალი Club Oenologique 19 საუკეთესო ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს. 

თუ ოდესმე ქართულ სუფრაზე (დღესასწაულზე) ყოფილხართ, გეცოდინებათ, რა პატივისცემით ეპყრობა ქართულ ღვინოს ქვეყნის მოსახლეობა. საქართველოს, რომელსაც ხშირად “ღვინის აკვნად” მოიხსენიებენ, მეღვინეობის მდიდარი ისტორია აქვს. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი სხვადასხვა ღვინის არტეფაქტები, როგორიცაა სასხლავი დანები და ქვის საწნახელი, 8000 წლის წინანდელ პერიოდს განეკუთვნება. ლეგენდაც კი მოგვითხრობს, რომ მეომრები აბჯარში ვაზის ნაჭერს ქსოვდნენ, რათა მკერდი დაეცვათ ბრძოლაში წასვლამდე – ასე რომ, თუ დაიღუპებოდნენ, მათი გულიდან ვაზი ამოიზრდებოდა.

მე-20 საუკუნეში საქართველო იყო საბჭოთა კავშირის დიდი ნაწილის ღვინის მთავარი მწარმოებელი, მაგრამ 1990-იან წლებში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საბჭოთა “ღვინის ქარხნები” გაქრა და მათ ადგილი დაიკავეს მცირემასშტაბიანმა მწარმოებლებმა, რომლებიც ხარისხის გაუმჯობესებას ისახავენ მიზნად.

საქართველო, შესაძლოა უნებურად, მეღვინეობის ავანგარდშია. ღვინის დადუღება დიდ თიხის ამფორებში (ცნობილი ქვევრის სახელით) ტექნიკაა, რომელსაც ახლა მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე გავლენიანი მწარმოებელი იყენებს, თუმცა საქართველოში ის საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. გარდა იმისა, რომ ნატურალური/ქარვისფერი ღვინო შესაძლოა ახალი ათასწლეულის რჩეული სასმელი იყოს, საქართველოში მას ათასწლეულების განმავლობაში ამზადებენ.

ერთ-ერთმა ასეთმა ქარვისფერმა ღვინომ – კარდანახი 1888, წარაფი 2020 – მოიპოვა ოქროს მედალი წლევანდელ IWSC-ზე, შთამბეჭდავი 97/100 ქულით. დაგემოვნებისას ჟიურიმ ღვინოში აღნიშნა “ოქროსფერი ქიშმიში და ახლად გამომცხვარი ნამცხვარი არომატში, თბილი გარგრისა და ტკბილი სანელებლების ნოტებით”, ასევე “ხავერდოვანი გემო რთული, მაგრამ აბრეშუმისებრი სტრუქტურით”.

საქართველომ წელს IWSC-ზე ოქროს მედლების შთამბეჭდავი რაოდენობა მოიპოვა, მათ შორის ადგილობრივი ყურძნის ჯიშის – საფერავით დაყენებული წითელი ღვინით, რომელმაც 96 ქულა დაიმსახურა. “საფერავი” უბრალოდ “ფერს” ნიშნავს და ეს ჯიში მდიდარი, ტანინიანი ღვინოების დაყენების საშუალებას იძლევა, ძირტკბილას, ქლიავისა და სანელებლების ნოტებით. ზოგჯერ მას ნახევრად ტკბილი სტილითაც ამზადებენ.

მანამ სანამ სანამ ექსპერტთა ჯგუფი ბრმა ტესტირებას დაიწყებდა, IWSC 2024-ზე ყველა ქართული ღვინო ფერისა და სტილის მიხედვით დალაგდა. ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი პასუხისმგებელი იყო შეფასებაზე როგორც უშუალოდ საქართველოში, ისე პრესისთვისა და ღვინის ბაიერებისთვის ჩატარებულ ღონისძიებაზე ლონდონში.

როგორ აფასებს IWSC-ი ღვინოს;

ჩვენ ვატარებთ მკაცრად სტრუქტურირებულ, პროფესიონალურ ღვინის ტესტირების პროცესს. ეს გულისხმობს, რომ თითოეული ღვინის ნიმუში წინასწარ ისხმება დანომრილ ჭიქებში და ფასდება ჟიურის წევრების მიერ ბრმა დეგუსტაციით.  IWSC-ის ღვინის მსაჯები არიან თავიანთი დარგის ექსპერტები, რომლებიც მოღვაწეობენ ღვინის ინდუსტრიის ყველა სექტორში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მსაჯების სრული სია.

როგორია ღვინის შეფასების სისტემა?

მხოლოდ საუკეთესო ღვინოები იღებენ ოქროს ან ვერცხლის ჯილდოს. მაგალითად, ოქროს მედლის მოსაპოვებლად ღვინოებმა უნდა დააგროვონ 95-დან 100 ქულამდე. ამავდროულად, ვერცხლის მედლის მფლობელი ღვინოები 90-დან 94 ქულამდე მერყეობს. ქულების სისტემის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

წარმოგიდგენთ IWSC Wine Judging in Georgia-ზე გამარჯვებულ საუკეთესო 19 ღვინოს და კონკურსზე ჟიურის წევრების მიერ მიცემულ შეფასებებს.

1 Kardanakhi 1888 LLC, Tsarapi 2020

2 Mildiani Family Winery, Mukuzani Reserve 2018

3 Mildiani Family Winery, Khikhvi Qvevri Bouquet 2018

4 LTD Kakheti Company, Bedoba Orange 2021

5 Lopota, Chateau Buera Mtsvane Qvevri Reserve 2020

6 Satsnakheli, Kakhuri Mtsvivani 2020

7 Lionidzis Zvari, Saperavi Reserve 2019

8 Badagoni, Saperavi Kosher 2018

9 LTD Brica, Kisi Qvevri 2022

10 Mildiani Family Winery, Brut Reserve 2015

11 LLC Alazani, Tsinandali 2022

12 Kartveli, Gvariani Tsinandali 2022

13 Uplistsikhe Estate LLC, Goruli Mtsvane 2022

14 Vazisubani Estate LLC, Kisi Qvevri 2021

15 Askaneli Brothers LLC, Muza 2019

16 Mildiani Family Winery, Saperavi Reserve 2013

17 Askaneli Brothers LLC, Kakhuri Mtsvane Qvevri 2021

18 Doctor’s Bio-cellar, Rkatsiteli 2021

19 Vardiashvili Family Wine, Saperavi 2021

Kardanakhi 1888 LLC, Tsarapi 2020

არომატში იგრძნობა ოქროსფერი ქიშმიში და ახლად გამომცხვარი ნამცხვარი თბილი გარგარითა და ტკბილი სანელებლებით. ხავერდოვანი გემო კომპლექსურია, მაგრამ ამავდროულად აბრეშუმისებრი. იგრძნობა მოხალული თხილის ტექსტურა, დაშაქრული ფორთოხლის ნოტები და დაბალანსებული მჟავიანობა. ნამდვილი შედევრია. წაიკითხეთ მეტი

 

 

 

Mildiani Family Winery, Mukuzani Reserve 2018

უხვი ხილითა და სასიამოვნო სიმწარით გაჯერებული, ღრმა წიწაკოვანი ხილისა და მწიფე, ველური კენკრის არომატები თავიდანვე გვხიბლავს. გემოში იკვეთება მშვენიერი მცენარეული ნოტები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის პიკანტური მუქი ხილის გულს. ეს კომპლექსური არომატული პალიტრა ელეგანტურად არის შემოსილი საუკეთესო მუხის კასრის ტონებითა და განსაცვიფრებლად გლუვი ტანინებით. წაიკითხეთ მეტი

 

 

 

Mildiani Family Winery, Khikhvi Qvevri Bouquet 2018

საოცრად ექსპრესიული და არომატული ბუკეტი, სადაც კომშის, თაფლის, გამხმარი მანგოსა და ფორთოხლის ქერქის რთული ფენები იკვეთება. გემოში იგრძნობა შთამბეჭდავი კონცენტრაცია, მშვენიერი სანელებლებისა და მანდარინის ნოტებით. კარგად დაბალანსებული მჟავიანობა ხელს უწყობს მარმელადის არომატის გახანგრძლივებას, რომელიც საბოლოოდ მსუბუქი მწვანილის ნოტით სრულდება. წაიკითხეთ მეტი.

 

 

LTD Kakheti Company, Bedoba Orange 2021

კომპლექსური და მრავალფენიანი, შესანიშნავი სიზუსტით შექმნილი ღვინო. ხურმის, ტკბილი სანელებლებისა და კოჭას მწიფე არომატები ჰარმონიულად ერწყმის კრემისებრ, მაგრამ კარგად სტრუქტურირებულ გემოს. მიუხედავად დელიკატური ხასიათისა, თითოეული არომატული ნოტა მკაფიოდ არის გამოკვეთილი და განსხვავებული. ღვინო სრულდება გრძელი, კიდევ უფრო დახვეწილი ფინალით. წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

Lopota, Chateau Buera Mtsvane Qvevri Reserve 2020

ამაღლებული ყვავილოვანი არომატები იგრძნობა სურნელში: თაფლიანი კომში, ფორთოხლის ქერქი, კამპარი, მიწიერი ნოტები და ბერგამოტის ზეთი, შერწყმული კვამლისა და ტორფის ნაზი არომატებით. გემოში იკვეთება ქონდრის ნიუანსები და ხილის მაღალი კონცენტრაცია, რაც ავლენს ღვინის კომპლექსურობასა და დაბალანსებულობას. სრულდება ელეგანტური ფინალით. წაიკითხეთ მეტი.

Satsnakheli, Kakhuri Mtsvivani 2020

შესანიშნავად გამოხატული არომატული პროფილი, რომელიც მდიდარია მოხალული კაკლის, მიხაკის სანელებლებისა და ინტენსიური კარამელის მკაფიო ნოტებით. გემო დამამშვიდებელი, კრემისებრი და ჰარმონიულია. იგრძნობა ფუტკრის ცვილისა და ხურმის მიმზიდველი არომატები, რომლებსაც ერწყმის მოხალული პურისა და თხილის უფრო ღრმა ნოტები. ნამდვილად ბრწყინვალე ღვინოა! წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

Lionidzis Zvari, Saperavi Reserve 2019

მუქი მოცვი და ცხვირის არომატი მშვენიერ ინტენსივობას ქმნის, რომელიც გემოზე ვითარდება ვანილისა და მიხაკის სანელებლებით. გლუვი, ინტეგრირებული მუხა და დაბალანსებული ტანინები ტექსტურას ანიჭებს შავი მოცხარის რთული ფენით დასრულებაზე. წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

 

 

Badagoni, Saperavi Kosher 2018

მწვანილისა და ხმელი ხილის დელიკატური არომატი პირველად ელეგანტურობას ანიჭებს მიმზიდველი და მომრგვალებული გემოთი, რომელიც რამდენიმე მეორეხარისხოვან ხილსა და გლუვ ტანინებს ავლენს. წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

 

 

LTD Brica, Kisi Qvevri 2022

მიმზიდველი, დელიკატური არომატი ატმის ყვავილის, ვაშლის კანის, გარგარის ჩირის, გვირილისა და ცხრატყავას თავისებურებებს ავლენს. გემოზე ვხვდებით ქონდრის ნოტებს, მკვეთრ მინერალებსა და მარილიან შეხებას. წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

 

 

 

Mildiani Family Winery, Brut Reserve 2015

ოსტატურად შემუშავებული მაგალითი: გვთავაზობს მწიფე ლიმონის ქერქისა და ახლად მომზადებული ტოსტების უხვ სურნელს ცოცხალი გემოს წინ, სავსე ყვითელი მსხლის არომატითა და ქონდრის ყველის ქერქის რთული ნოტებით. წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

 

LLC Alazani, Tsinandali 2022

ფორთოხლის ყვავილისა და ციტრუსის მშვენიერი არომატი ქვის ხილისა და თბილი მწვანილის ქვედა ნოტებით. მინერალებით სავსე გემო მწვანე შეხებითა და ლამაზად გრძელი დასრულებით, სავსე ატმის ცოცხალი არომატით. წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

 

 

 

Kartveli, Gvariani Tsinandali 2022

მწვანე ვაშლი და ცაცხვი წინა პლანზეა სურნელოვანი თეთრი ყვავილების არომატითა და ცოცხალი მჟავიანობით გემოზე, რაც მშვენიერ სიახლეს ქმნის. ციტრუსის ნაყოფის ფენები ტექსტურასა და გრძელ, ტკბილ სიგრძეს იძლევა. წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

 

 

 

 

Uplistsikhe Estate LLC, Goruli Mtsvane 2022

მდიდარი და ინტენსიური ყვითელი გარგრისა და ბაღის ხილის ახალი თაიგულით, გემოზე მინერალური ზოლით შეფერილი ცხრატყავას ელფერით და ელეგანტური მსხლის კრისტალური ტექსტურითა და მომრგვალებული მჟავიანობით. ხანგრძლივი და მდგრადი დასრულება. წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

 

 

 

 

Vazisubani Estate LLC, Kisi Qvevri 2021

ატმისა და ნექტარინის მშვენიერი, მდიდრული ცხვირი ნიგვზის ტკბილი გემოთი, ფორთოხლისფერ შოკოლადში მოტრიალებული მაკადამიის ნუში, კვამლის ელეგანტური შეხება და ძალიან გრძელი, სრული სხეული. წაიკითეთ მეტი.

 

 

 

 

 

 

 

Askaneli Brothers LLC, Muza 2019

ექსპრესიულად არომატული კომშის, მანდარინისა და თაფლიანი გარგარის სიუხვით. მწვანე ჩაის მკვეთრი და ინტენსიური მინიშნებები. მომხიბვლელი და ინტეგრირებული, ახალი მჟავიანობითა და ელეგანტური სიმშვიდით. წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

 

 

Mildiani Family Winery, Saperavi Reserve 2013

წითელი ალუბლისა და მოცვის ხილის ნოტები შერწყმულია ვანილის, ტყავისა და ტკბილი სანელებლების ნოტებით ცხვირზე. რბილი ტანინები, გამაგრილებელი მჟავიანობა და საშუალო სიგრძის დასრულება. წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

Askaneli Brothers LLC, Kakhuri Mtsvane Qvevri 2021

ოქროს ვაშლი, მწიფე მსხალი, თაფლის ნესვი, ხმელი ქიშმიში და გამხმარი გარგარის ნოტები ცხვირზე შერწყმულია კარაქის არომატით, რათა სუფთა, ხმელი ხილის დასრულებამდე სუფთა მჟავიანობა მიენიჭოს. წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

Doctor’s Bio-cellar, Rkatsiteli 2021

თაფლის, ატმის, ჩირის, გვირილისა და ლიმონის ცედრას არომატულ მახასიათებლები, გემოვნებით ვაშლის, მსხლისა და გამომცხვარი კომშის არომატის მახასიათებლები. კარგად ინტეგრირებული მჟავიანობა უზრუნველყოფს მშვენიერ სიახლეს, ცხიმიან ტექსტურასთან ერთად, ტოვებს კარგ შეგრძნებას პირის ღრუში და გრძელ, ხანგრძლივ დასრულებას. წაიკითხეთ მეტი.

 

 

 

 

 

Vardiashvili Family Wine, Saperavi 2021

ევკალიპტის, ალუბლისა და ნუშის ნაზი, სურნელოვანი ნოტები. გემოს აქვს მშვენიერი სირთულე და სიმშვიდე კარგად დაბალანსებული ხილის გემოთი და პროფესიონალურად ინტეგრირებული მუხით. წაიკითხეთ მეტი.

IWSC-ის ჟიური კონკურსის შესახებ

IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ჟიურის წევრები კონკურსის შესახებ საუბრობენ:

სალვატორე კასტანო: გასაოცარია თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქოდეს ასეთ პატარა ქვეყანას

წარმოშობით სიცილიელი სალვატორე კასტანოს ყოველთვის ჰქონდა ღრმა ინტერესი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მიმართ. ცოდნის გასაღრმავებლად მან გაიარა კურსები, მიიღო ღვინის მაგისტრის წოდება, ამჟამად კი არის Fiarwood-ის ღვინის „ბაიერი“ და სავაჭრო მრჩეველი.

სალვატორე კასტანო 2021 წელს გახდა ევროპისა და აფრიკის საუკეთესო სომელიე, 2019 წელს ინგლისის მეორე ახალგაზრდა სომელიე და 2018 იტალიის მესამე საუკეთესო სომელიე. ის წელსაც IWSC Wine Judging in Georgia-ს ჟიურის უცვლელი წევრია, რომელიც 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას კი საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს.

სალვატორე, სიცილიის ღვინის  მდიდარ მემკვიდრეობაში გაზრდა და  ღვინის გლობალურ ინდუსტრიაში საკუთარი თავის დამკვიდრება არ არის პატარა მიღწევა. როგორ იმოქმედა თქვენმა სიცილიურმა წარმომავლობამ თქვენს პროფესიულ მიღწევებზე?

მოგეხსენებათ, სიციალიაზე საერთაშორისო ღვინოების პოვნა ძალიან რთულია, ამიტომ ჩემი ცოდნა ყოველთვის მხოლოდ იტალიური წარმოების ღვინოებით შემოიფარგლებოდა, თუმცა როგორც კი ლონდონში ჩავედი, აღმოვაჩინე ახალი სამყარო, სავსე მრავალფეროვანი ღვინით მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. სწორედ, აქედან დაიწყო ჩემი თავგადასავალი ღვინის „უძირო“ინდუსტრიაში.

თქვენ წელსაც ხართ IWSC Wine Judging საქართველოში კონკურსის ჟიურის წევრი. როგორ შეაფასებდით გასულ წელს წარდგენილ ღვინოებს და რა იახლეებს ელით?

გასულ წელს აღმოვაჩინე ქართული ღვინის ხარისხი და მრავალფეროვნება. გასაოცარია, თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ასეთ პატარა ქვეყანას. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი მწარმოებლებიც, რომლებმაც მედალი ვერ მიიღეს, თუმცა მე მჯერა, რომ გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც IWSC-ს ჟიურიმ მივეცით და წელს ბევრად უფრო გაუმჯობესებული გემოებით წარდგებიან.

ალენ დიუკასის ერთ-ერთ რესტორანში, “Dorchester”-ში მუშაობა გარდამტეხი გამოცდილება აღმოჩნდა თქვენთვის, განსაკუთრებით კი ღვინისა და უმაღლესი კლასის კერძების ერთმანეთთან შეხამების მხრივ. რა როლი ითამაშა ამ გამოცდილებამ თქვენს კარიერულ ზრდაში?

ახალგაზრდა სომელიესთვის, მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანში მუშაობა, ალბათ, ყველაზე დიდი მიღწევაა. ჩემი ცოდნა ფრანგულ ღვინოებში ერთი ორად გაიზარდა. რაც შეეხება ღვინის შერჩევას კერძებისთვის, ეს ნაწილი ყოველთვის სომელიეების დანიშნულების ყველაზე სახალისო ნაწილია. ყოველდღე, სახლშიც კი, ვცდილობ ექსპერიმენტები ჩავატარო, რადგან ჩემთვის ღვინის/სასმელის საკვებთან შეხამებას მკაცრი წესები არ აქვს.

როგორც სავაჭრო მრჩეველი და ღვინის „ბაიერი“ Friarwood Fine Wines-ში, რა კრიტერიუმებს ანიჭებთ პრიორიტეტს კლიენტისთვის ღვინის შერჩევისას?

 კრიტერიუმები, რომლებსაც პრიორიტეტად ვანიჭებ, ასეთია:

  • პროდუქტის ხარისხი;
  • ღვინის ფასი;
  • რამდენად მარტივია ამ კონკრეტული ღვინის გაყიდვა?
  • იცის თუ არა მყიდველმა კონკრეტული ყურძნის ჯიში?
  • ბაზრის მოთხოვნა;
  • წელიწადის დრო.

საქართველო ცნობილია მეღვინეობის უძველესი ტექნიკით, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის დაყენებით. როგორ შეესაბამება ამ ტრადიციულ ღვინო ღვინის წარმოების თანამედროვე ტენდენციები?

დღესდღეობით ღვინის დაწურვის უძველესი ტექნიკები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ხალხს უყვარს ღვინო მინიმალური ჩარევებით, დაბალი სულფიტებით, ნატურალური ყურძნით და ეს ყველაფერი სწორედაც რომ ქართულ ღვინოშია თავმოყრილი. მე მჯერა, რომ საქართველოს ექნება დიდებული მომავალი ღვინის ინდუსტრიაში, არა მხოლოდ ისტორიის გამო, არამედ წარმოებული ღვინოების ხარისხის გამო. უკეთესი ქვევრის ღვინო საქართველოს გარეთ არასდროს გამისინჯავს!

როგორც ღვინის მსაჯი მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა რეგიონში, შეგიმჩნევიათ თუ არა რაიმე განვითარებადი ტენდენციები ან შესაძლებლობები, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მეტ ყურადღებას იმსახურებს?

ამ ბოლო დროს მოლდავეთის ტკბილი ღვინოები გავსინჯე და ხარისხით გაოცებული დავრჩი, კიდევ უფრო გავოცდი მისი ფასით. ყოველდღე ვიგებთ ახალ-ახალი ღვინის შესახებ, ბევრი ქვეყანა ახლა იწყებს ხარისხიანი ღვინის წარმოებას.

შარშანდელ შთამბეჭდავ კონკურსზე საქართველომ მიიღო მრავალი მედალი, მათ შორის ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. როგორ ფიქრობთ, ზრდის თუ არა შარშანდელი შედეგები წლევანდელი კონკურსის სტანდარტებს. იქნება თუ არა ჟიური უფრო მკაცრი?

დარწმუნებული ვარ, წელს ხარისხი და დონე უფრო მაღალი იქნება, რაც, როგორც იტყვიან, „გაგვიადვილებს ცხოვრებას“. ასევე მჯერა, რომ წელს ქართველი მეღვინეები საოცარ ღვინოებს წარადგენენ, მოუთმენლად ველი გავიცნო ქართული მემკვიდრეობის კიდევ რამდენიმე ძეგლი.

მელანია ბეტისტონი: მინდა სუფთა ფურცლიდან დავიწყო და მოვუსმინო, ვისწავლო ქართველი მეღვინეებისგან და ამით ჩემს ცოდნას რაიმე ახალი შევმატო

ალბათ, ერთხელ მაინც ყველასთვის უთქვამთ – „მიჰყევი საკუთარ ინსტიქტებს“. იტალიაში დაბადებულ მელანია ბეტისტონს დედისგან მუდმივად ესმოდა ეს სიტყვები. სწორედ, ამიტომ ენდო თავის ინსტიქტებს და მარკეტინგის შესწავლის შემდეგ შეიცვალა პროფესია WSET-ის (Wine & Spirit Education Trust) მიმართულებით და სომელიეს სამაგისტრო პროგრამაზე გადავიდა.

ახლა ის უკვე უფროსი სომელიეაა, უფრო მეტიც მან 2022 წელს გაიმარჯვა ახალგაზრდა სომელიეების კონკურსში და დიდ ბრიტანეთში „ჰარპერის“ ტოპ 25 სომელიიათა რიგში ადგილი დაიკავა.

მელანია წელს IWSC Wine Judging in Georgia 2024 – ღვინის საერთაშორისო კონკურსში ჟიურის წევრია, რომელიც 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას კი საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს.

მელანია, თქვენი უნიკალური გამოცდილების ნაწილია ტრადიციული და თანამედროვე ელემენტებით დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია. განსაკუთრებით რის აღმოჩენას ელით განსაკუთრებით IWSC Wine Judging in Georgia კონკურსზე წარდგენილ ღვინოებში?

მსურს ვიპოვო საქართველოს განსაკუთრებული გემო, მოუთმენლად ველი მის აღმოჩენას. ღვინის ინდუსტრიის ბუნებრივმა განვითარებამ და მისმა ისტორიამ ქართულ ღვინოს გარკვეული სტატუსი მიანიჭა, თუმცა, მაინტერესებს, დარჩება თუ არა ის ავთენტურობისა და ძირძველი მემკვიდრეობის ჩარჩოებში, თუ უარს იტყვის თავის უნიკალურ მახასიათებლებზე კომერციული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

თქვენი კარიერული თავგადასავალი, ცხოვრებისეული გატაცებისკენ სწრაფვა და მარკეტინგიდან ღვინის ინდუსტრიაში გადასვლა, ნამდვილად შთამაგონებელია. როგორ აისახება თქვენი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში თქვენს ამჟამინდელ პროფესიაზე, როგორც მთავარი სომელიე, ღვინის ბაიერი და ახლა, როგორც IWSC Wine Judging-ის მსაჯი?

ვცდილობ ჩემი ძველი პროფესია გამოვიყენო მეღვინეობის სფეროში. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ინდუსტრიაში მარკეტინგი ხელახლა აღმოვაჩინე. კომუნიკაციას აქვს და ყოველთვის ექნება ყველაზე დიდი გავლენა, როდესაც საქმე ბრენდს ან, ზოგადად, რეგიონს ეხება.

სიტყვებს „საქართველო ღვინის სამშობლოა“ რაღაც განსხვავებული, ღრმა გაგება და ეფექტი აქვს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ასეთი პოზიციონირება ნელ-ნელა მოძველდა, სწორედ ამიტომ ჩამოვდივარ საქართველოში, რათა გადავფურცლო ამ ძირძველი ისტორიის „ახალი ფურცლები“.

2022 წელი თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო. რადგან ახალგაზრდა სომელიეების კონკურსში გაიმარჯვეთ და გაერთიანებული სამეფოში ჰარპერის 25 საუკეთესო სომელიათა რიგში მოხვდით. რა რჩევებს მისცემდით ახალგაზრდა სომელიეებს, რომლებიც ისწრაფვიან ასეთივე მომავლისკენ?

მე მჯერა, რომ ჯილდო სულაც არ განსაზღვრავს პროფესიონალიზმს, განსაკუთრებით როცა საქმე ღვინოს ეხება. კონკურსები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რასაც ფართო საზოგადოება ხედავს. მთავარი სამუშაო გამოცდილება ბევრად ღრმად  ფესვებში ჩადის.

იმისთვის, რომ გახდეთ გამოცდილი ღვინის მსაჯი, რა თქმა უნდა, უნდა იცოდეთ ყურძნის ჯიშების გარჩევა და წარმოშობა, რაც ნიშნავს, რომ უნდა იშრომოთ, დასვათ კითხვები, იმსჯელოთ თანატოლებთან ერთად.

თუმცა, თქვენ ასევე უნდა იყოთ კარგი კომუნიკატორი და შეგეძლოთ მწერლობაც. აუცლებლად, გაითვალისწინეთ ექსპერტების რჩევები, თვენდავე სასარგებლოდ გამოგადგებათ მომავალში მსაჯობისას. თქვენ უნდა იყოთ გულწრფელები და კრიტიკულები, როცა საჭიროა არ შეგეშინდეთ თქვენი აზრის დაცვა ან სხვისი აზრის წინააღმდეგ წასვლა. უპირველეს ყოვლისა, იყავით ობიექტურები.

როგორია თქვენი მოლოდინი კავკასიის რეგიონის ღვინოებზე? და როგორ წარმოგიდგენიათ IWSC Wine Judging in Georgia-ს გავლენა ქართული ღვინის ინდუსტრიაზე?

საქართველოში კლიმატი ძალიან მრავალფეროვანია. მშრალი აღმოსავლეთი ერწყმის გრილ და ნოტიო დასავლეთს, რასაც ემატება კავკასიის მთების ჰავა და ათასობით მდინარე, ეს ყველაფერი ღვინის გასაოცარ გემოებს ქმნის. მე დარწმუნებული ქართული ღვინოს არ ექნება კლასიკური დასავლურ ევროპული გემო, ამიტომ ველოდები მარტივ თუმცა ავთენტურ გემოებს. ვფირობ ღვინოებს ექნებათ ალკოჰოლის მაღალი დონე და მკვეთრი სურნელი.

მელანია, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ღვინის წარმოების მდიდარ 8000-წლიან ისტორიას, რას ელით ყველაზე მეტად საქართველოსგან?

საოცრად მხიბლავს კავშირი ღვინოსა და ისტორიას შორის. როგორც იტალიელი, ვაზის ბევრი ჯიში ვიცი, თუმცა მოუთმენლად ველი გავიცნო და დავაგემოვნო  500 ქართული ადგილობრივი ყურძნის ჯიშისგან წარმოებული ღვინოები, ასევე, ზოგადად,  გემოები კავკასიის რეგიონიდან.ასევე მე სიამოვნებით გავიცნობ ტრადიციულ ქვევრის ღვინოს.

საქართველო ამაყობს თავისი ღვინის მემკვიდრეობით, ადგილობრივი ექსპერტები და მოყვარულები აფასებენ თავიანთ ღვინოს. როგორ ემზადებით ქართველ მეღვინეებთან შესახვედრად და მათ ღვინოებში „ჩაძირვას“

მინდა სუფთა ფურცლიდან დავიწყო და მოვუსმინო, ვისწავლო ქართველი მეღვინეებისგან და ამით ჩემს ცოდნას რაიმე ახალი შევმატო. ჩემი სურვილია ვკითხო მათ, როგორ გამოიყურება ქართული ღვინის მომავალი, თუ სად ხედავენ თავიანთ თავებს. დიდი სიამოვნებით მოვისმენ ისტორიებს, თუ როგორ იტოვებენ ქართველი მეღვინეები ტრადიციული ქვევრის ტექნიკას უკან და ეძებენ ახალ მიმართულებებს, რათა დააკმაყოფილონ  საერთაშორისო საბაზრო მოთხოვნილებები.

ღვინის ინდუსტრიაში თქვენი დიდი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რითი შეიძლებ ქართული ღვინო გამოირჩეოდეს სხვა ღვინოებისგან, რომელიც გაგისინჯავთ.

ქართული ღვინოები აღარ დგას ჩრდილქვეშ, როგორც ეს ადრე იყო, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ისეთი პოპულარული, რომ მკაფიო წარმოდგენა გვქონდეს რეგიონის მიერ შემოთავაზებულ ზოგად მახასიათებლებზე. მე ვიცი, რომ მცირე ზომის საოჯახო მარნები შთამბეჭდავ ღვინოებს აწარმოებენ, ისინი ცდილობენ ტექნიკის მოდერნიზებას. შესაძლოა, სწორედ ამ მცირე მეწარმეებმა, რომლებსაც ჯერ არ ვიცნობთ, ყველაზე მეტად დაიმსახურონ მსაჯების  მოწონება.

დეივიდ კერმოდი: საქართველო ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, მისი ტექნიკა კი უნიკალურია. თქვენს ქვეყანას აქვს ადგილობრივი ყურძნის ჯიშები, რომლებიც აბსოლუტურად ერგება თანამედროვე ტენდენციებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.

ინტერვიუ  ღვინის მწერალთან და BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის რედაქტორთან დეივიდ კერმოდთან, რომელიც IWSC Wine Judging in Georgia-ს ჟიურის წევრი იქნება.

დეივიდ, როგორ იმოქმედა თქვენმა გამოცდილებამ მედია სფეროში, მას შემდეგ, რაც პროფესია შეიცვალეთ და ჟურნალისტიკიდან ღვინის მწერლობაზე გადახვედით?

სანამ WSET დიპლომს ავიღებდი და კარიერას ღვინის ინდუსტრიას დავუკავშირებდი, ჩემი ცხოვრების ორი ათწლეული ნიუსრუმში დატვირთული გრაფიკით გავატარე. ასეთი გამოცდილება, ვგულისხმობ ტელევიზიასა და რადიოში ყოველდღე სიახლეების წამყვანად მუშაობას, მნიშვნელოვნად მეხმარება სწრაფად ავითვისო სიახლეები და მოვძებნო საინტერესო კავშირები ღვინოსთან. გეთანხმებით, რომ ღვინო ძალიან საინტერო თემაა და ბევრ პროფესიონალთან შემიძლია გაუთავებლად საუბარი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს მომხმარებელი. ჩვენ უნდა დავანახოთ მათ ღვინის მშვენიერება, ისე, რომ მათთვის მარტივად აღსაქმელი და საინტერესო გახდეს. მაგალითად, თუ დარწმუნებული ხართ, რომ აუცილებლად საჭიროა ახსენოთ ტერმინი „მალოლაქტიკური დუღილი“, ახსენეთ, მაგრამ ისიც ახსენით, თუ რას ნიშნავს ან რატომაა მნიშვნელოვანი კონკრეტულ სიტუაციაში. მომხმარებელი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას!

როგორც IWSC-ს მსაჯი საქართველოში, რა უნიკალურ მახასიათებლებს ელით ქართული ღვინოებისგან და სად ხედავთ მათ პოზიციონირებას ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში?

ყველას უყვარს ისტორია, საქართველო კი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი, მდიდარია ამ ისტორიით. საქართველო მდიდარი და მომხიბვლელი ტრადიციების მატარებელია, თუმცა მისი ღვინო ინოვაციური და განსხვავებულია. ტრადიციებისა და ინოვაციების ტანდემი კი თანამედროვე მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ქართული ღვინო ასევე კარგად ერწყმის კვების კულტურას, რომელზე მოთხოვნაც მსოფლიოში კიდევ უფრო იზრდება.

აღმოგიჩენიათ თუ არა განსაკუთრებული ტექნიკა ან ინოვაცია ღვინის წარმოებაში, რომელმაც მიიპყრო ყურადღება ან ფიქრობთ, რომ გარდამტეხი შეიძლება გახდეს ინდუსტრიისთვის?

ღვინის სამყარო გასაოცარია და მუდმივად ინოვაციებს გვთავაზობს. პროვანსში წარმოებული როზე რევოლუციის კარგი მაგალითია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან დიდი ყურადღებაა გამახვილებული მოსავლის პირობებზე, ტემპერატურის კონტროლზე, ტექნიკის სტაბილიზაციაზე და სხვა ფაქტორებზე. ასე რომ, დახვეწილი ტექნოლოგია ბრწყინვალედ შეიძლება შეერწყას  ტრადიციული მემკვიდრეობის მეთოდებსა და ტექნიკებს, რაც, რეალურად, ჩემი მოლოდინია საქართველოში.

საქართველო ამაყობს ღვინის წარმოების მდიდარი, 8000-წლიანი ისტორიით. თქვენ, როგორც პროფესიონალი, რომელიც ინტენსიურად შეისწავლის ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს, როგორ აღიქვამთ ქართული ღვინოების მნიშვნელობას ღვინის გლობალურ ბაზარზე?

საქართველო ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, მისი ტექნიკა კი უნიკალურია. თქვენს ქვეყანას აქვს ადგილობრივი ყურძნის ჯიშები, რომლებიც აბსოლუტურად ერგება თანამედროვე ტენდენციებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.

თქვენ გაქვთ პრივილეგია, გაიცნოთ და დააგემოვნოთ ღვინოები მთელი მსოფლიოდან. თქვენი აზრით, რით განსხვავდება ქართული ღვინოები, თავისი ტრადიციული „ქვევრის“ მეღვინეობის მეთოდებით, თანამედროვე ღვინის წარმოების ტექნიკისგან?

ქვევრის ღვინო ძალიან გამორჩეულია, მაგრამ ხშირად მომხმარებლისთვის ნარინჯისფერ ღვინოსთან ასოცირდება. თვლიან, რომ გარკვეულწილად ის რთულად აღსაქმელია  და ზედმეტ ტანინს (ბუნებრივად შექმნილი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ღვინოს სიმძიმეს მატებს და პირის ღრუში სიმშრალის შეგრძნებას აჩენს) შეიცავს. რეალურად კი ქვევრის ღვინოს შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს განსხვავებული, სრულიად თანამედროვე სტილის გემო, რომელიც ერწყმის ტრადიციებს.

როგორც ღვინის კონსულტანტი, ხედავთ თუ არა პოტენციურ თანამშრომლობას ქართველ მეღვინეებსა და ღვინის სხვა რეგიონებს შორის?

დიახ, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ღვინის ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თანამედროვე მომხმარებლისთვის  ქართული ღვინო მაინც წარმოადგენს ინტერესის სფეროს.

გლობალურ მარკეტზე პოზიციების გასამყარებლად საჭიროა მსუყე პორტფელის შექმნა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯილდოებსა და კონკურსებს, რომელშიც მონაწილეობა მიუღიათ.

და ბოლოს, როგორც IWSC-ის კონკურსის მსაჯი საქართველოში, რა რჩევებს მისცემდით ქართველ მეღვინეებს, რომლებსაც სურთ თავიანთი კვალი დატოვონ საერთაშორისო ასპარეზზე?

პირველ რიგში, ქართველმა მეღვინეებმა უნდა ისწავლონ რა მოსწონს საერთაშორისო მომხმარებელს, ასევე ვურჩევდი, რომ იამაყონ თავიანთი კულტურით და იფიქრონ იმაზე, თუ როგორ განავითარონ ქართული საკვებისა და ღვინის კულტურის ისტორია. და ყოველთვის, ყოველთვის იმუშაონ ერთად, რადგან გუნდურობა წარმატების გარანტიაა.

ქეთ ლომაქსი: იმედი მაქვს, რომ საფერავში უფრო მეტად ვიპოვი რეგიონის გამოხატულებას და მოუთმენლად ველი, რომ აღმოვაჩინო უფრო მეტი ჯიში, რომელიც გამოირჩევა მიმზიდველი არომატით, სისუფთავითა და დაყენების ტექნიკით.

ქეთ, თქვენ მნიშვნელოვანი როლი გაქვს გაერთიანებული სამეფოს  პრემიუმ ღვინის საცალო ვაჭრობაში. როგორ ჩამოაყალიბა ამ გამოცდილებამ თქვენი პერსპექტივა ღვინის ინდუსტრიის შესახებ და რას ფიქრობთ IWSC Wine Judging-ზე?

მიუხედავად იმისა, რომ უამრავ კომპანიაში მიმუშავია სხვადასხვა მიზნით, მიდგომებით თუ მომხმარებლებლების ბაზით, წარმატების გასაღები მაინც ერთია: ყოველთვის ვივიწყებ პირად აზრებს და თავს წამოვიდგენ, როგორც მომხმარებელი, რომელიც დაინტერესებულია კონკრეტული ღვინის შეძენით. მომხმარებლის მოლოდინების გამართლება და მათი სურვილების დაკმაყოფილება ნდობისა და ლოიალურობის გარანტიაა. ამიტომ, ჩემი პერსპექტივა ღვინის ინდუსტრიაზე ყოველთვის იყო და არის „მომხმარებელზე ორიენტირებული“. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც IWSC-ზე წარდგენილ ღვინოებს დავაგემოვნებ, ჩემთვის შეფასების პრიორიტეტი არის გაამართლებს თუ არა ჭიქაში არსებული ღვინო მომხმარებელთა მოლოდინს.

კონკურსზე ღვინოს სამი გზით ვაფასებ: პირველი – არის თუ არა ღვინო სუფთა, კარგად დამზადებული და ტექნიკურად გამართული. მეორე – ასახავს თუ არა ღვინო ყურძნის ძირითადი ჯიშის, წარმოშობის, ქვეყნის ან რეგიონის ხასიათს; და ბოლო – ღვინის შედარება IWSC-ის ქულების მატრიცასთან  (აკმაყოფილებს თუ არა ღვინო ბრინჯაოს, ვერცხლის ან ოქროს მედლის ღვინოების სტანდარტებს). საბოლოო ჯამში, ჩემი მიზანია დავრწმუნდე, რომ როდესაც მომხმარებელი ყიდულობს IWSC მედლის მფლობელ ღვინოს, ის არის სუფთა და გემრიელი ღვინო, რომელიც გამოხატავს ყურძნის წარმოშობის თავისებურებებს და IWSC-ის მაღალ სტანდარტებს შეესაბამება.

ქვენ წელსაც ხართ IWSC Wine Judging in Georgia-ს ჟიურის წევრი. რას გამოარჩევდით გასულ წელს დაგემოვნებულ ღვინოებში და რა მოლოდინები გაქვთ წელს?

შარშან, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებამ. კონკურსის ჩატარებამდე,  ძირითადად საფერავი და სპეციფიკური ქარვისფერი ღვინოები მქონდა დაგემოვნებული, სწორედ ამიტომ იყო ასე გასაოცარი ყურძნის ჯიშების სრულიად ახალი სამყაროს აღმოჩენა (მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, ეს ნამდვილად იშვიათია), ასევე შარშანდელ IWSC Wine Judging-ზე პირველად შემეცვალა შეხედულება ე.წ. „ნარინჯისფერ“ ღვინოებზე, რადგან ქართული ქვევრის ღვინის გემო, სრულიად განსხვავდება იმ ღვინოებისგან, რომელიც დიდ ბრიტანეთის რესტორნებსა და ბარებში გვხვდება.

„ქარვის“ ღვინოები, რომლებიც გასულ წელს გავსინჯე, წარმოუდგენლად სუფთა იყო და არაფერი იგრძნობოდა ქვევრში დაძველებული ყურძნის ჯიშის არომატის გარდა. ასეთი ხარისხიანი ღვინის გასინჯვის შემდეგ ჩემს ლექსიკონში „ნარინჯისფერი“ და „ქარვის“ ღვინოები ერთმანეთისგან გაიმიჯნა.

რაც შეეხება წლევანდელ კონკურსს, იმედი მაქვს, რომ საფერავში უფრო მეტად ვიპოვი  რეგიონის გამოხატულებას და მოუთმენლად ველი, რომ აღმოვაჩინო უფრო მეტი ჯიში, რომელიც გამოირჩევა  მიმზიდველი არომატით, სისუფთავითა და დაყენების ტექნიკით. 

როგორც დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაერი, გვითხარით ამჟამად რა ტენდენციებია ბაზარზე და ერგება თუ არა ქართული ღვინოები დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარს.

დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე მთელი რიგი ტენდენციები არსებობს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის, თუმცა გამოვყოფ ორ მთავარ ასპექტს, რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შესაძლებლობა შეიძლება გახდეს. პირველი ესაა არგენტინული მალბეკი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. მალბეკისა და ქართულ საფერავს მსგავსი არომატები აქვთ. არომატის გარდა მათ აქვთ ერთნაირად „სავსე“ ყურძენი, ფერი, ტანინის რაოდენობა… ამ მსგავსების გათვალისწინებით, საფერავს ბრიტანულ ბაზარზე ნამდვილად აქვს მომავალი.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ იზრდება ადგილობრივი ვაზის ჯიშებისა და მაღალრეგიონული ღვინოების მიმართ ინტერესი. აი, მაგალითად ავიღოთ იტალიური ღვინოები, რომელიც დღეს თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება.

რამდენიმე წლის წინ, მსხვილმა საცალო მოვაჭრეებმა მაღაზიებში თაროები აავსეს სიცილიური საერთაშორისოდ აღიარებული ჯიშის (მერლოტი, შარდონე, შირაზი) ღვინოებით. თუმცა რა ხდება დღეს? ეს ჩამონათვალი მთლიანად ჩაანაცვლა ადგილობრივი ვაზის ჯიშებმა, როგორიცაა Pecorino, Primitivo, Negroamaro და Nero d’Avola და მაღალრეგიონულმა ღვინოებმა, როგორიცაა Lugana, Greco di Tufo და Etna Rosso. ეს არაჩვეულებრივი სიახლეა საქართველოსთვის, ვინაიდან ბრიტანელი მომხმარებელი დაინტერესებულია ისეთი ღვინით, რომელიც სრულიად განხვავდება კლასიკურისგან. ღვინო, რომლის გემო ჯერ ბრიტანეთს არ აღმოუჩენია.

თქვენი გამოცდილების მთავარი ფოკუსი მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის გაყიდვა და ბრენდის განვითარებაა, მომხმარებლის პრეფერენციები კი მუდმივად ცვალებადია. როგორ ერგებით ამას?

არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ვაკვირდები მომხმარებელთა მოთხოვნილებების ცვლილებას: რეგულარულად ვსტუმრობ დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზრის დიდ მაღაზიებს, რათა თვალყური ვადევნო ახალ პროდუქტებს, ეტიკეტების ტენდენციებს, ფასების სტრატეგიასა და სარეკლამო აქტივობებს; ვკითხულობ სტატიებს ღვინის ბიზნესის ყველა ასპექტზე; ყოველწლიურად ვარ ჟიურის წევრი ღვინის საერთაშორისო კონკურსებზე; ვესწრები დეგუსტაციებსა და ღვინის ბაზრობებს. ასევე ყოველთვის მაქვს დიალოგი ღვინის მწარმოებლებთან და კონტრაქტორებთან, რომლებმაც ყველაზე მეტი იციან მომხმარებელთა ქცევის შესახებ. მომხმარებლის მოლოდინებს ძალიან ფრთხილად ვეპყრობი, შედეგად, ვხვდები რისი შეძენა სურთ მათ. როგორც უკვე ვახსენე, მომხმარებელთა მოლოდინები ჩემთვის პრიორიტეტია, შესაბამისად, მომხმარებლის ცვალებადი მოთხოვნილებები ზუსტად აისახება IWSC-ზე ღვინოების შეფასებაზე.

საქართველო გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ვაზის ჯიშებით. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული სახეობა, რომელსაც, თქვენი აზრით, დიდი პოტენციალი აქვს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე?

როგორც უკვე აღვნიშნე, ვფიქრობ, რომ საფერავს აქვს ძლიერი კომერციული პოტენციალი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. ვაზის ეს ჯიში ძალიან ჰგავს არგენტინულ მალბეკის, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით იყიდება ბაზარზე, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ბრიტანეთში მომხმარებლებს მოეწონებათ ქართული ჯიშები. ვფიქრობ, რქაწითელსაც აქვს პოტენციალი. თუმცა, მარკეტინგული თვალსაზრისით ბევრია სამუშაო, რათა ეს ჯიშები ხელმისაწვდომი და დასამახსოვრებელი გახდეს (გასათვალისწინებელია, ისიც, რომ გაერთიანებული სამეფოს მომხმარებლებს არ უყვართ რთულად წარმოსათქმელი სახელები და რქაწითელი აუცილებლად მოხვდება ამ ჯგუფში). ასევე დეგუსტაციის დროს  აღმოვაჩინე ქისი და მწვანეს ზოგიერთი სახეობა, რომლებსაც, ჩემი აზრით, აქვთ კომერციალიზაციის საშუალება. მთავარი გამოწვევა მაინც ისაა, რომ წარმოება მცირეა, რაც ფართომასშტაბიან ექსპორტს შეუძლებელს ხდის.

ლუკ ჰარბორი: ქართული და კავკასიური ღვინოები, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და გემოს მრავალფეროვნებით შეუძლია ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ღვინოებს შორის, რასაც ასევე ხელს უწყობს წარმოშობის ადგილი და მეღვინეობის ისტორია.

ლუკ, თქვენი თავგადასავალი ღვინის ინდუსტრიაში ათი წლის წინ რესტორნის სამზარეულოში დაიწყო. რა გავლენა იქონია კულინარიის სფეროში გამოცდილებამ თქვენს შეხედულებებსა და სევე ღვინისა და საკვების სინერგიაზე?

რა თქმა უნდა, კულინარიულმა გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს შეხედულებებზე. ვისწავლე მეტი ღვინოების განსხვავებულ გემოებზე, ჯიშებსა და, ზოგადად, რას ნიშნავს საკვები და სასმელი ადამიანებისთვის. საკვები და ღვინო, ჩემთვის, წარმოადგენს ცხოვრების ნაწილს – მის პირველყოფილ და გასტრონომიულ ასპექტებს. ღვინოს ყოველთვის განვიხილავ კულტურულ და გეოგრაფიულ კონტექსტებში.

 როგორც ღვინის მაგისტრატურის ამჟამინდელი სტუდენტი, რა არის ყველაზე საინტერესო ცხოვრების ამ გზაზე და რა როლი გაქვთ, როგორც IWSC-ის ჟიურის წევრს?

ღვინის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტობა საოცარი გამოწვევაა ჩემთვის. პროგრამის პირველი ეტაპის დახურვის შემდეგ დროებით შევაჩერე სწავლა. ჩემი მიზანი გავხდე ღვინის მაგისტრი უცვლელად რჩება, ეს დროებითი პაუზა კი საშუალებას მაძლევს დავფიქრდე უკვე მიღებულ გამოცდილებაზე.

თქვენი გამოცდილებისა და განათლების გათვალისწინებით ღვინის სფეროში, რა უნიკალური თვისებების ან მახასიათებლების აღმოჩენას ელოდებით ქართული ღვინოებიდან IWSC Wine Judging-ზე?

მოუთმენლად ველი ქართული ღვინის უნიკალური თვისებებისა და მახასიათებლების აღმოჩენას IWSC Wine Judging-ზე. ყველაზე მეტად ეტიკეტებს მიღმა არსებული ისტორიების მოსმენა, ადგილობრივ ქართულ ვაზის ჯიშებზე დაკვირვება და ქვევრის ტექნიკით ღვინის დაყენების შესწავლა მსურს. მოუთმენლად ველი, დავინახო თანამედროვე ქართული მეღვინეობის ზოგადი სურათი.

უფროსი სომელიეს პოზიციაზე ყოფნა, გულისხმობს ღვინის ფართო არჩევნის კურირებას. როგორ უზრუნველყობთ მაღალი ხარისხის დაცვასა და მომხმარებლის მოთხოვნილებების ერთდოულად დაკმაყოფილებას?

როდესაც საქმე ღვინის არჩევას ეხება, რამდენიმე მიმართულებით ვფოკუსირდებით, ესენია: ოჯახური და მცირე მეწარმეების მხარდაჭერა, ღვინის ისტორია, მდგრადობის სერთიფიკატები და ღირებულება ფასის მიხედვით. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ურთიეთობების ჩამოყალიბებაზე, დამფუძნებელთა ნდობასა და საერთო ღირებულებებზე. თითოეული ღვინო PIG სასტუმროდან აღიარებულია სომელიეების მხრიდან.

როგორ ხედავთ ქართული და კავკასიურ ღვინოების პოზიციონირება მუდმივად განვითარებად ღვინის გლობალურ ბაზარზე?

 მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად განვითარებად ღვინის ინდუსტრიაში ახალი ტენდენციების პროგნოზირება რთულია, მე მაინც ჩვენი ღირებულებების ერთგულად დარჩენა მირჩევნია, ვიდრე ტენდენციების ბრმად მიყოლა. ღვინო, რომლის გემოში იგრძნობა მისი უნიკალური ადგილმდებარეობა, ღრმად გააზრებული დაყენების ტექნიკა და მდგრადობისადმი ერთგულება, მომავალში უფრო პოპულარული გახდება.

ქართული და კავკასიური ღვინოები, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და გემოს მრავალფეროვნებით შეუძლია  ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ღვინოებს შორის, რასაც ასევე ხელს უწყობს წარმოშობის ადგილი და მეღვინეობის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინო მალე ვერ ვერ მოიპოვებს ისეთ პოპულარობას, როგორიც ახალ ზელანდიური სოვინიონ ბლანს აქვს, ქართული ღვინოები ნამდვილად იმსახურებენ მნიშვნელოვან ადგილს საერთაშორისო ბაზარზე.

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო  ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) უმასპინძლებს. კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს  ღვინო და გამოიკვეთოს  მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას – დაგემოვნებას. და მაინც რა მოვლენაა  IWSC, რა გამოცდილებას იტევს,  როგორია IWSC-ის ღვინის შეფასების ინსტრუქცია, კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსანტებს სთავაზობენ.

ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად,  არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელოვნებას.  გთავაზობთ, 10 მნიშვნელოვან ფაქტს, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე:

  1. კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) 50 წელზე მეტი ტარდება. კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ  და დღეს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პრესტიჟული კონკურსია.
  2. საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება ლონდონში, სადაც ტესტირებაზე ათიათასობით ალკოჰოლური სასმელის ტესტირებას ჟიურის წევრი/მსაჯები ახდენენ.
  3. IWSC კონკურსის არსებობის ისტორიაში მეორედ და ევროპაში პირველად,  IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, დაიშვა გამონაკლისი და ცალკეული ქვეყნის მასშტაბით (პირველი ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში) კონკურსი მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის ჩატარდება. ეს უდიდესი პატივი და შესაძლებლობაა ქართველი მეღვინეებისთვის.
  4. IWSC-ის კონკურსის საქართველოში ჩატარების ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალია. კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.
  5. კონკურსის პირობების თანახმად, მეღვინეები რეგისტრირდებიან IWSC-ის  ვებგვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ მეღვინეებმა უნდა გააგზავნონ საკუთარი ღვინის 2 ნიმუში ღვინის ეროვნულ სააგენტოში  1-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით.
  6. კონკურსის ფარგლებში IWSC-ის ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, სომელიეები და ბაიერები იქნებიან. რაც ყველაზე ხაზგასასმელია, ჟიურის უხელმძღვანელებს ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო შემფასებელი მსოფლიოში – უმაღლესი რანგის პროფესიონალი – აღიარებული ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი. IWSC-ის მხრიდან აგრეთვე იმსაჯებენ: მეგან კლარკიმეგი მაკპერსონი, სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.
  7. კონკურსს ქართველი მსაჯებიც მოემსახურებიან. ჟიურიში იქნებიან ანა გოდაბრელიძე, გოგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა, ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე, პატრიკ ჰონეფი და ლევან მეხუზლა.
  8. კონკურსი ჩატარდება 13 ოქტომბერს და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონკურსის პირობების თანახმად ჩატარების ადგილი, IWSC-ის მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. ინფორმაცია გამარჯვებულების შესახებ ტესტირების დასასრულს გახდება ცნობილი.
  9. კონკურსს ეყოლება გამარჯვებულები, ყველა მონაწილე კი – მოგებული დარჩება, რადგან ჟიურის წევრების შეფასებებს ყველა მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს.
  10. გალა ღონისძიებაზე მოხდება გამარჯვებული ღვინოებისა და მეღვინეობების დაჯილდოვება IWSC-ის სპეციალური მედლებით (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) და სერტიფიკატებით.

გზავნილი ქართველ მეღვინეებს: თქვენ მიიღეთ წერილი IWSC-გან

საქართველოში რეგისტრირებულ 500 -ზე მეტ  ღვინის მწარმოებელ კომპანიას, მცირე და საშუალო მეწარმეს ელექტრონულ ფოსტაზე მნიშვნელოვანი გზავნილი დახვდათ: თქვენ მიიღეთ წერილი IWSC-გან.  ვირუსი ნამდვილად არ არის, გახსენით წერილი – ეს არის ოფიციალური მოწვევა ღვინის საერთაშორისო კონკურსისგან  International Wine & Spirit Competition (IWSC), მიყევით ინსტრუქციას და გაიარეთ რეგისტრაცია მულზე აქ.

კონკურსის რეგისტრაცია ოფიციალურად უკვე გახსნილია და  რეგისტრაციის გასავლელად დრო ქართველ მეღვინეებს 4 კვირა – რეგისტრაციის დასრულების თარიღია 7 ოქტომბერი.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC)  პირველად ჩატარდება. გაზაფხულის მიწურულს,  სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. და სწორედ, პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ.

კონკურსი 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.