background
მარიამ გუჯაბიძე: IWSC–ის კონკურსი ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება

მარიამ გუჯაბიძე: IWSC–ის კონკურსი ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება

კონკურსის მნიშვნელობაზე და ქართველი მეღვინეებისთვის გაჩენილ შესაძლებლობებზე გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” კონკურსის ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე საუბრობს.

“ძალიან პრესტიჟული და საოცარი მოვლენა ხდება ღვინის სფეროში, ზუსტად 1 თვეში, 13 ოქტომბერს ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. ჟიურისა და წევრების გამოცდილების საქართველოში ჩამოტანა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ღვინის, ასევე ტურიზმის სექტორისთვისაც.”–ამბობს მარიამ გუჯაბიძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი არ დამთავრდება 15 ოქტომბერს, ორგანიზაცია ქართული ღვინის პოპულარიზაციას 1 წლის განმავლობაში გააგრძელებს, მათ ყველა პლატფორმაზე და სოციალურ ქსელში.

“რაც შეეხება ჟიურის წევრებს, არ არიან მხოლოდ ღვინის სფეროს წარმომადგენლები, არიან ბაიერებიც, რომლებთან კომუნიკაციაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. თითოეული ღვინის განხილვა ხდება დეტალურად და ყველა შენიშვნა, ეს იქნება დაკავშირებული გემოვნურ თვისებებთან და ა.შ. იწერება და გადაეცემათ მონაწილეებს. გარდა იმისა, რომ ვიღაც გაიმარჯვებს, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება ყველასთვის. მაგალითად, მცირე მარნებს შეეძლებათ წავიდნენ საზღვარგარეთ, გააგზავნონ თავიანთი ნიმუშები და გახდნენ ამ საზოგადოების წევრი. უკვე გამოცხადდა IWS-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია, რომელიც 7 ოქტომბრამდრ გაგრძელდება, ხოლო მეღვინეებმა ნიმუშები უნდა წარადგინონ ღვინის ეროვნულ სააგენტოში”,-აღნიშნავს მარიამ გუჯაბიძე.