background
ეს ჩვენი მცირე საოჯახო მარნისთვის უდიდესი აღიარებაა და ადასტურებს, რომ გურული ვაზის ჯიშებისადმი სიყვარული, შრომა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა სათანადოდ შეფასდა

ეს ჩვენი მცირე საოჯახო მარნისთვის უდიდესი აღიარებაა და ადასტურებს, რომ გურული ვაზის ჯიშებისადმი სიყვარული, შრომა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა სათანადოდ შეფასდა

ინტერვიუ “ნოდოს ღვინის” თანადამფუძნებელ თათია გოგიბერიძესთან.

რას ნიშნავს IWSC-ზე მიღებული ოქროს მედალი თქვენი მეღვინეობისა და სამომავლო გეგმებისთვის?

ეს ჩვენი მცირე საოჯახო მარნისთვის უდიდესი აღიარებაა და ადასტურებს, რომ გურული ვაზის ჯიშებისადმი სიყვარული, შრომა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა სათანადოდ შეფასდა.

რას უთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას მეღვინეობის განვითარებისთვის?

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ხარისხისა და ავთენტურობის შენარჩუნება. პატივს ვცემთ ტრადიციულ მეთოდებს, თუმცა თვალს ვადევნებთ თანამედროვე ტექნოლოგიურ სიახლეებსაც.

რას ურჩევდით სხვა ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობისა და შედეგების გამოყენების კუთხით? რა არის მნიშვნელოვანი მედლის მიღების შემდეგ?

მცირე მარნებს ხშირად ეპარებათ ეჭვი, შეძლებენ თუ არა დიდ მწარმოებლებთან კონკურენციას. ასეთ კონკურსებზე ხარისხი ფასდება, ამიტომ აუცილებლად უნდა გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები. მიღებული აღიარება ძლიერი მარკეტინგული იარაღია, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაც: ოქროს მედალი მომხმარებლებში მაღალ მოლოდინს ქმნის, ამიტომ ყოველი მომდევნო მოსავალი ამ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს.