background
გზავნილი ქართველ მეღვინეებს: თქვენ მიიღეთ წერილი IWSC-გან

გზავნილი ქართველ მეღვინეებს: თქვენ მიიღეთ წერილი IWSC-გან

საქართველოში რეგისტრირებულ 500 -ზე მეტ  ღვინის მწარმოებელ კომპანიას, მცირე და საშუალო მეწარმეს ელექტრონულ ფოსტაზე მნიშვნელოვანი გზავნილი დახვდათ: თქვენ მიიღეთ წერილი IWSC-გან.  ვირუსი ნამდვილად არ არის, გახსენით წერილი – ეს არის ოფიციალური მოწვევა ღვინის საერთაშორისო კონკურსისგან  International Wine & Spirit Competition (IWSC), მიყევით ინსტრუქციას და გაიარეთ რეგისტრაცია მულზე აქ.

კონკურსის რეგისტრაცია ოფიციალურად უკვე გახსნილია და  რეგისტრაციის გასავლელად დრო ქართველ მეღვინეებს 4 კვირა – რეგისტრაციის დასრულების თარიღია 7 ოქტომბერი.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC)  პირველად ჩატარდება. გაზაფხულის მიწურულს,  სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. და სწორედ, პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ.

კონკურსი 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.