მსოფლიო ღვინის რეგიონების მხარდაჭერის მიზნით, IWSC აგრძელებს საერთაშორისო კონკურსის გამართვას, რაც მწარმოებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, საერთაშორისოდ ცნობილი ინდუსტრიის ექსპერტების წინაშე. IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად დაიწყება იქ, „სადაც ეს ყველაფერი დაიწყო“- რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ღვინის სამშობლო.
„საქართველოში IWSC-ის ღვინის კონკურსის შარშანდელი წარმატების შემდეგ, 500 საკონკურსო ღვინითა და 280-ზე მეტი მიღებული მედლით ჩვენ მოუთმენლად ველით დაბრუნებას ამ გასაოცარ ქვეყანაში, რომელიც ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობითა და ღვინის უნიკალური ტრადიციებით“.