background
IWSC კონკურსზე რეგისტრაციისთვის Bottlebooks გამოიყენებს

IWSC კონკურსზე რეგისტრაციისთვის Bottlebooks გამოიყენებს

IWSC კონკურსზე რეგისტრაციისთვის სიახლეს გთავაზობთ, რომელიც თქვენს დროს მნიშვნელოვნად დაზოგავს.

2024 წლის იანვრიდან, IWSC თანამშრომლობს მონაცემთა პლათფორმასთან – Bottlebooks და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის მონაწილეებს რეგისტრაციის გამარტივებულ და დროის დამზოგველ პროცესს თავაზობს.

დაზოგეთ თქვენი დრო Bottlebooks-ის მეშვეობით!

კონკურსის გაფართოებასთან და სასმელების მრავალფეროვნების გაზრდასთან ერთად, არსებობდა საფრთხე, რომ კონკურსში რეგისტრაციის პროცესი თანდათან უფრო რთული და შრომატევადი გამხდარიყო.

IWSC-ის სიახლე ამარტივებს ამ პროცესს და შესაძლებელს ხდის ერთი დაწკაპუნებით კონკურსზე რეგისტრაციას. Bottlebooks შეიქმნა იმისათვის, რომ გამარტივდეს სასმელების შესახებ ინფორმაციის გაცვლა სტანდარტულ ფორმატში. იმის ნაცვლად, რომ ხდებოდეს ერთი და იგივე ინფორმაციის დუბლირება სხვადასხვა გარემოების დროს, ინფორმაცია იტვირთება Bottlebooks-ზე და ხელმისაწვდომი ხდება სტანდარტულ ფორმატში. ეს კი დარეგისტრირებულებს საშუალებს აძლევს, ინფორმაცია პირდაპირ მიაწოდოს ნებისმიერ საცალო მოვაჭრეს, იმპორტიორს, ღონისძიებებს ან კონკურსებს.

170,000-ზე მეტი ჯგუფი უკვე იყენებს Bottlebooks-ს, მათ შორის, საცალო ვაჭრობის უმსხვილესი ქსელები, საერთაშორისო გამოფენები და ფესტივალები, იმპორტიორები და ასოციაციები: M&S და Waitrose, Prowein და London Wine Fair, Berkmann Wine Cellars, ABS, MMD, New Zealand Winegrowers, California Wine და WOSA. თუ თქვენ უკვე აქტიურად იყენებთ Bottlebooks-ს, ან ადრე იყენებდით მას თქვენი ღვინის მონაცემების ექსპორტისთვის, ახლა შეძლებთ გამოიყენოთ პლატფორმა IWSC კონკურსზე დასარეგისტრირებლად და დაზოგოთ ძვირფასი დრო.

ქვევით მოცემული მოკლე კითხვა-პასუხით, გაიგებთ Bottlebooks-ის მეშვეობით რეგისტრაციის სიმარტივეს.

 

Q&A (კითხვა/პასუხი)

Q. როგორ დავრეგისტრირდე Bottlebooks-ზე თუ არ გამომიყენებია არასდროს?

A. გადადით Bottlebooks-ის ვებსაიტზე https://www.bottlebooks.me და დააწკაპუნეთ „login“. თუ თქვენს ბიზნესს უკვე აქვს აქტიური ანგარიში, თქვენ შეძლებთ ავტომატურად დაწყებას. თუ პირველად იყენებთ Bottlebooks-ს, თქვენ გადახვალთ რეგისტრაციის პროცესზე, რომელიც ითხოვს მხოლოდ რამდენიმე წუთს.

 

Q. მსურს დარეგისტრირებაა IWSC-ზე, მაგრამ არ ვიყენებ Bottlebooks-ს, შემიძლია მაინც მივიღო მონაწილეობა კონკურსზე?

A. დიახ, რა თქმა უნდა. გთხოვთ შეხვიდეთ პირდაპირ IWSC-ის ვებსაიტზე

 

Q. Bottlebooks-ის გამოყენებით ღვინოები უკვე გამიგზავნია ღონისძიებაზე/ ასოციაციაში/ დისტრიბუტორთან/ სააგენტოში. შემიძლია თუ არა, ახლა IWSC-ზე დავრეგისტრირდე მისი გამოყენებით?

A. აბსოლუტურად. თუ დააკლიკებთ IWSCის შესვლის ბმულზე, შეძლებთ ღვინოების დამატებას კოლექციაში.

 

Q. არის თუ არა რაიმე გადასახადი Bottlebooks-ის გამოყენებისთვის?

A. IWSC-ში Bottlebooks-ით რეგისტრაცია უფასოა. Bottlebooks-ს აქვს რამდენიმე ფასიანი გამოწერა, რომელიც ხელმისაწვდომია მწარმოებლებისთვის, იმპორტიორებისთვის და საცალო ვაჭრებისთვის. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.bottlebooks.me/portfolio

წყარო: IWSC