ჯილდოს შესახებ

მსოფლიო ღვინის რეგიონების მხარდაჭერის მიზნით, IWSC აგრძელებს საერთაშორისო კონკურსის გამართვას, რაც მწარმოებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, საერთაშორისოდ ცნობილი ინდუსტრიის ექსპერტების წინაშე. IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად დაიწყება იქ, „სადაც ეს ყველაფერი დაიწყო“- რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ღვინის სამშობლო.

„საქართველოში IWSC-ის ღვინის კონკურსის შარშანდელი წარმატების შემდეგ, 500 საკონკურსო ღვინითა და 280-ზე მეტი მიღებული მედლით ჩვენ მოუთმენლად ველით დაბრუნებას ამ გასაოცარ ქვეყანაში, რომელიც ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობითა და ღვინის უნიკალური ტრადიციებით“.

ვიდეო
IWSC Wine Judging in Georgia - 2024

სიახლეები

IWSC-ის 2024 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ქართული ღვინოები London Wine Fair-ზე იქნება წარდგენილი

IWSC-ის 2024 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ქართული ღვინოები London Wine Fair-ზე იქნება წარდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ეგიდით, IWSC 2024 Judging in Georgia-ზე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ქართული ღვინოები, ლონდონის ღვინის გამოფენაზე London Wine Fair 2024-ზე იქნება წარდგენილი.ქართული ღვინის გამოფენა, ერთი დღის განმავლობაში გაიმართება და მასზე დასწრება, გამოფენის ყველა მსურველს შეეძლება.ღონისძიების მასპინძლები არიან IWSC და ღვინის ეროვნული სააგენტო.

პარ 17 მაი, 2024
ვიდეო ინსტრუქცია
როგორ დავარეგისტრიროთ
ღვინო IWSC-ის კონკურსზე