background
ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო: ვენდობით ამ კონკურსს, რადგან ის დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ბრენდზე

ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო: ვენდობით ამ კონკურსს, რადგან ის დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ბრენდზე

გასულ წელს IWSC Wine Judging in Georgia-ს საერთაშორისო კონკურსზე “ვარდიაშვილის ოჯახის ღვინომ” ოქროს მედალი მოიპოვა.

“ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა,” – აღნიშნავს დავით ვარდიაშვილი, მარნის დამფუძნებელი, – “როგორც საოჯახო მარანს, გვიჭირს მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მიღება. IWSC-ის გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჟიურიში არიან როგორც უცხოელი, ასევე ქართველი წევრები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი სასმელის ორივე პერსპექტივიდან შეფასებას.”

დავითის თქმით, კონკურსმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მათი ბრენდის განვითარებაზე. “ასეთ პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობა და ოქროს მედლის მოპოვება ზრდის სანდოობის დონეს როგორც უცხოელ, ისე ქართველ ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს შორის,” – აცხადებს იგი.

ვარდიაშვილების მარანი არ აპირებს შეჩერებას – წინა მოსავლის წარმატების შემდეგ, ისინი უკვე გეგმავენ ახალი მოსავლის წარდგენას წლევანდელ კონკურსზე. “წინა მოსავალმა არაჩვეულებრივი შედეგები აჩვენა და ახლა უკვე გვსურს ახალი მოსავალიც წარვადგინოთ კონკურსზე,” – ამბობს დავით ვარდიაშვილი.