სოფო ხუტიძე, Tsinandali Estate – წინანდლის მამული
როდის და რატომ აირჩიეთ მეღვინეობა როგორც პროფესია?
მეღვინეობის პროდესიად არჩევა ჩემს შემთხვევაში ძალიან სპონტანურად მოხდა, მიყვარდა ქიმია და ბიოლოგია, მხოლოდ ის ვიცოდი რომ მინდოდა ისეთი საქმიანობა, რომელიც ამ ორს გააერთიანებდა. საბოლოოდ უნივერსიტეტში ჩავაბარე აგრარულ მეცნიერებებზე და ავირჩიე მევენახეობა-მეღვინეობა, რაც ამ გადმოსახედიდან საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას ამ პროფესიაში დღეს?
ჩემთვის მოტივაციის მთავარი წყარო თავად ეს შემოქმედებითი პროცესი და მრავალფეროვნებაა, რასაც სხვადასხვა ჯიშებთან და ტექნოლოგიურ პროცესებთან მუშაობა გულისხმობს. ყოველ ახალ ეტაპს ღვინოში განსხვავებული და საინტერესო გამოწვევები ახლავს თან, რაც მაძლევს ინსპირაციას ვაკეთო ეს საქმე და კიდევ უფრო მეტი ვისწავლო პროცესისგან.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ღვინის წარმოების განვითარება უახლოეს პერიოდში?
ქართული ჯიშების მრავალფეროვნების, ტერუარების სიმრავლის და უნიკალური ქვევრის ტექნოლოგიის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტ გამორჩეულ და საინტერესო ღვინოებს გავსინჯავთ ახალგაზრდა მეღვინეების ავტორობით. ქართული მეღვინეობის განვითარებას, ვენახების და ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებაში ვხედავ, ამიტომაც ჩემი ყურადღება აქეთ არის მიმართული – გქონდეს მაღალი ხარისხის ნედლეული, ჩვენი იდენტობის ღვინოში უკეთ გამოსახატად