background
გიორგი ჯმუხაძე, გიუაანი

გიორგი ჯმუხაძე, გიუაანი

გიორგი ჯმუხაძე , Giuaani Winery • გიუაანი მეღვინეობა

როდის და რატომ აირჩიეთ მეღვინეობა როგორც პროფესია?

ბავშვობიდან თბილი მოგონებები მაქვს მარანთან და ღვინოსთან ურთიერთობის,პატარა გიორგი ხშირად ეხმარებოდა რაჭაში ბაბუას მარანში ამა თუ იმ ღვინოსთან დაკავშირებულ სამუშაოებში,ბავშვობის ტკბილმა მოგონებებმა სწორედ მაშინ იჩინა თავი როდესაც ჩემს ცხოვრებაში დადგა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი თუ რა იქნებოდა ის საყვარელი საქმე რომელსაც სიყვარულით და მთელი გულით გავაკეთებდი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩამებარებინა 2013 წელს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე.

რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას ამ პროფესიაში დღეს?

ჩემთვის მოტივაციაა როდესაც ჩემს თავდაუზოგავ შრომას და ბოთლში გადატანილ ამ შრომის შედეგს დადებითად აფასებენ და დიდ მოწონებას იმსახურებს როგორც ჩვენი თანამემამულეებისთვის ასევე სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის და ორმაგად სასიხარულოა როდესაც ვისმენ ან ვკითხულობ ამ ადამიანების შთაბეჭდილებებს და ემოციებს.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ღვინის წარმოების განვითარება უახლოეს პერიოდში?

⁠მჯერა რომ მალე აუცილებლად გაგვიცნობს კიდევ უფრო მეტი ადამიანი როგორც საუკეთესო მწარმოებლებს. ჩვენ ჩვენის მხრივ ვეცდებით არ დავაგდოთ ტემპი,კიდევ მეტად გავაუმჯობესოთ ხარისხი და ჩვენი ყველა ჩანაფიქრი განვახორციელოთ