background
დიმიტრი თავბერიძე, ქართველი

დიმიტრი თავბერიძე, ქართველი

დიმიტრი თავბერიძე , Kartveli • ქართველი

როდის და რატომ აირჩიეთ მეღვინეობა როგორც პროფესია?

მეღვინეობის მიმართ ინტერესი ბავშობიდანვე მქონდა, რადგან კახეთში გავიზარდე და ეს პროფესია ყოველთვის ახლოს იყო ჩემთან. ასევე ამ პროფესიის არჩევაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა ინგლისურის მასწავლებელმა, პირველად მან მირჩია ეს პროფესია და მეც სერიოზულად ამის მერე დავინტერესდი. საბოლოოდ კი უნივერსიტეტში სწავლამ ისე შემაყვარა ეს სფერო, რომ გადავწყვიტე მეღვინეობა ჩემი
მთავარი პროფესია ყოფილიყო.

⁠რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას ამ პროფესიაში დღეს?

დღეს ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევს ის, რომ ჩემს შრომას კონკრეტული შედეგი აქვს — თითოეული სეზონი, თითოეული ღვინო ახალი შესაძლებლობაა. ასევე მაძლიერებს ის ფაქტი, რომ ხარისხიანი ღვინის შექმნით კომპანიას და ქართულ ღვინოს განვითარებაში ვეხმარები.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ღვინის წარმოების განვითარება უახლოეს პერიოდში?

მინდა ახლო მომავალში ტექნოლოგიური პროცესები კიდევ უფრო დავხვეწო და შევქმნა კიდევ უფრო კარგი ღვინოები. ვატარებ უამრავ ექსპერიმენტს რაშიც კომპანია ყოველთვის ხელს მიწყობს. ვამატებთ ახალ პრემიუმ ღვინოების ხაზს რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს ჩვენს შესაძლებლობებს.