ანა დოხნაძე , Naberauli • ნაბერაული
როდის და რატომ აირჩიეთ მეღვინეობა როგორც პროფესია ?
მე პირველი თაობის მეღვინე ვარ – ოჯახში მეღვინეობის ისტორია არ მქონდა, თუმცა 15 წლის ასაკში სრულიად მოულოდნელად გამიჩნდა ამ სფეროსადმი ინტერესი.
რაც უფრო მეტს ვიგებდი ამ პროფესიის შესახებ, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ეს იყო პროფესია, სადაც მომამავლში ჩემ თავს ვხედავდი.
რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას ამ პროფესიაში დღეს ?
მეღვინეობა ჩემთვის მუდმივი სიახლე, განვითარება და გამოწვევებია, რომლებიც ყოველ წელს ახალი მოტივაციიით მავსებს.
განსაკუთრებით ამაღელვებია ის ფაქტი, რომ ყოველი შემდეგი რთველი სავსეა თავგადასავლებით რომლის დროსაც თავიდან ვქმნი რაღაც სრულიად ახალს. ასევე მაძლიერებს მომხმარებლის გულწრფელი უკუკავშირი და ის, რომ ჩემი ღვინოებით ადამიანებისთვის ემოციების გაზიარება შემიძლია.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ღვინის წარმოების განვითარება უახლოეს პერიოდში ?
მსურს ჩემმა ღვინომ უფრო მეტი საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს.
ვაპირებ უფრო ვკონცენტრირდე ტერუარულ ღვინოებზე, რაც თავისთავად მოიცავს რაჭის უნიკალურობის წარმოჩენას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე.
რა თქმა უნდა ტექნოლოგიური გაუმჯობესება და დეტალებზე ორიენტირება კვლავ იქნება ჩვენი მთავარი მიმართულება.