background
ალექსანდრე ჩალათაშვილი, ლიონიძის ზვარი

ალექსანდრე ჩალათაშვილი, ლიონიძის ზვარი

ალექსანდრე ჩალათაშვილი, Lionidzis Zvari / ლიონიძის ზვარი

როდის და რატომ აირჩიეთ მეღვინეობა როგორც პროფესია?

მეღვინეობა, როგორც პროფესია ავირჩიე 2013 წელს. მეღვინის პროფესიის არჩევა განაპირობა ღვინისა და ზოგადად ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგიის, როგორც შემოქმედებითად ამოუწურავი სფეროს ინტერესმა

რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას ამ პროფესიაში დღეს?

ყველაზე დიდი მოტივატორი მეღვინისთვის ის უკუკავშირია, რომელსაც მომხმარებლისგან იღებს. თითოეული დადებითი შეფასება აათმაგებს მეღვინის მოტივაციას და სურვილს აწარმოოს კიდევ უფრო უკეთესი პროდუქტი

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ღვინის წარმოების განვითარება უახლოეს პერიოდში?

უახლოეს პერიოდში მოხდება ტექნოლოგიების სრულყოფა და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა, რაც თავისთავად გამოიწვევს წარმოების გაფართოებას