background
ქარვისფერი ღვინის ახალი ტალღა საქართველოში

ქარვისფერი ღვინის ახალი ტალღა საქართველოში

საქართველოში ვიზიტის წინ, ჟიურის თავმჯდომარე და ღვინის მაგისტრი სარა ებოტი გვიზიარებს თავის მოსაზრებებს ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით.

საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდგომ, ბოლო 2 წელიწადში, ბევრი რამ შეიცვალა. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა და მსოფლიოში მიმდინარე არაპროგნოზირებადი მოვლენებისა, საქართველოში უამრავი ღვინის კომპანია დაფუძნდა, განვითარდა და ექსპორტზე გავიდა. ამ სასიამოვნო სიახლეების შესახებ ჩემი ქართველი კოლეგები მუდმივად მესაუბრებიან. 2020 და 2021 წლებში IWSC-ის კონკურსზე წარმოდგენილია ახალი ქართული ღვინოები, რომელთა გემოები ნამდვილად მომაჯადოვებელი იყო.

დიდ ბრიტანეთში აშკარაა, რომ იზრდება როგორც ქართულ ღვინოზე მოთხოვნა, ასევე მასზე ხელმისაწვდომობა, რაც გამოწვეულია ქართველი ღვინის იმპორტიორთა ზრდით. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო თბილისში ტურისტს აღმოეჩინა ღვინის მაღაზია, სადაც კარგ ქართულ ღვინოს შეიძენდა, თუმცა შესანიშნავი ღვინის მაღაზიის – 8000 მოსავლის ბაზარზე გამოჩენით დაიწყო თბილისის მასშტაბით ღვინის ბარების და მაღაზიების გახსნა, რაც განსაკუთრებულ სიამოვნებას გვრის ტურისტებს.

ჩვენი სტუმრობა თბილისში სწორედ ერთ-ერთი ესეთ ღვინის მაღაზიაში – “ნინო მერის ღვინის სელექცია”, სტუმრობით დაიწყო. ნინო ქარიზმატული მეღვინეა, რომლის მიერ დაყენებული ქვევრის ღვინოები არის მსუბუქი და საოცრად არომატული. მის პატარა მაღაზიაში, რომელიც ძველი აგურის თაღებითაა შემოსაზღვრული, ძირითადად შეხვდებით მცირე მარნების წარმოებულ სრულიად ახალ ღვინოებს. აქვე შეძლებთ მოახდინოთ დეგუსტაცია ან ნინოს მიერ გამართულ ღვინის კურსებზე დასწრება. მდინარის ჩრდილოეთით კიდევ ერთ საინტერესო ადგილს გადავაწყდით – ღვინის ვაჭრები, სადაც მიმდინარეობდა დეგუსტაცია ახალგაზრდა მწარმოებლების მიერ დაყენებული ღვინოების. ღვინის ვაჭრები დაფუძნებულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ორი ყოფილი თანამშრომლის მიერ და ქართული ღვინის დიდი ასორტიმენტით გამოირჩევა. თუმცა მხოლოდ ახალგაზრდა მწარმოებლები არ დგანან ახალი ქართული ღვინოების უკან. ჩვენი ჯგუფის ფავორიტი “თევზას მეღვინოება” გახდა, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მეღვინის, გიორგი თევზაძის ახალი პროექტია.

ჩვენს ჯგუფზე კი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ნარინჯისფერმა ღვინოებმა მოახდინა. ჯგუფის ზოგიერთი წევრი თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა საბოლოოდ ყველა იმდენად იყო განცვიფრებული ამ ღვინოების დახვეწილი და ნიუანსური გემოებით, ახალი სახელიც კი უწოდეს: შესანიშნავი ქარვა. მითია თითქოს ქვევრის ღვინოების დაყენება მარტივი პროცესია. ქარვის, წითელი თუ თეთრი ღვინის ქვევრში დაყენება მოითხოვს უდიდეს შრომას, ქირურგიულ სისუფთავეს და უფრო მეტიც, ეს არის ნაყოფი ერთგვარი ინტიმური ურთიერთობის ღვინოსა და მეღვინეს შორის. შატო ბუერას, ვაზისუბნის, დაქიშვილების საოჯახო მარნის, ნარეკლიშვილის, ორი მარანის, შატო მუხრანის, ფაფრის ველისა და მეღვინეობა ჯივიესის ქარვის ღვინოები, რომლებიც ვიზიტისას დავაგემოვნეთ გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და უცხო გემოებით, რაც ხაზს უსვამდა მათ ადგილწარმოშობას. ჩვენმა ვიზიტმა საქართველოში და ქარვის ღვინით აღფრთოვანებამ კი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რამხელა შრომაა გასაწევი ქარვის ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ღვინის საზოგადოებაში.