background
ფაქტები IWSC Wine and Spirits Judging in Georgia-ს შესახებ

ფაქტები IWSC Wine and Spirits Judging in Georgia-ს შესახებ

საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine Judging in Georgia-2025 საქართველოში 2024 წლის ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში ჩატარდება.

2022 და 2023 წლებში კონკურსის ჩატარება უდიდესი შესაძლებლობა გახდა მცირე და საშუალო ქართველი მწარმოებლებისთვის, რადგან მათ მარტივად შეეძლოთ ღვინის ტრანსპორტირება ქვეყნის შიგნით, და აქამდე თუ ეს კონკრეტული ჯილდო მხოლოდ მსხვილ მეღვინეებს შეეძლოთ მიეღოთ, ახლა ნებისმიერი ტიპისა თუ ზომის მეღვინესთვის ჯილდოს მოპოვება რეალური შესაძლებლობა გახდა.

2022 წელს ჩატარებულმა კონკურსმა, რომლის ძირითადი სლოგანიც იყო „აქამდე აღმოუჩენელი ღვინოების აღმოჩენა“, სრულიად გაამართლა თავისი მიზანი. მედალოსნებს შორის უამრავი ახალი სახელი, მიკრო, მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებელია. არცერთ მათგანს აქამდე არასდროს წარუდგენიათ თავისი ღვინო ასეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო კონკურსზე.

წარმოგიდგენთ კონკურსის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს.