background
მეღვინეობა “ქართველი”: მსგავსი ტიპის ჯილდოები საშუალებას გვაძლევს საერთაშორისო ესპერტებსა და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი წარმოება”

მეღვინეობა “ქართველი”: მსგავსი ტიპის ჯილდოები საშუალებას გვაძლევს საერთაშორისო ესპერტებსა და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი წარმოება”

გასულ წელს IWSC Wine Judging in Georgia კონკურსზე გაცემული ოქროს მედლებიდან ერთ-ერთი
“ქართველის” 2022 წლიან გვიან წინანდალს ერგო.

“ქართველის” აღმასრულებელი დირექტორი, ელისო ღირდალაძე, ხაზს უსვამს საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობას: “მსგავსი ტიპის ჯილდოები საშუალებას გვაძლევს საერთაშორისო ექსპერტებსა და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი წარმოება. ასევე, გვეხმარება ახალი ბაზრების ათვისებასა და გაფართოებაში.”

მთავარი წარმატების მომტანი ფაქტორია „ ძველი ქართული ღვინის წარმოების ტრადიციებისა და ახალი ტექნოლოგიების შერწყმა, რომლის ერთობლიობითაც იქმნება განუმეორებელი ღვინოს არომატი“, საუბრობს მეღვინეობის წარმომადგენელი.