background
IWSC-მა ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველი მეღვინე გამოავლინა

IWSC-მა ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველი მეღვინე გამოავლინა

საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან  და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან თანამშრომლობით გამართული 2026 წლის საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსის ( IWSC ) დასრულების შემდეგ, წარმოგიდგენთ ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველ მეღვინეს.

ჯილდო განკუთვნილი იყო 35 წლამდე ასაკის მეღვინეებისათვის, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ღვინო IWSC-ის კონკურსზე წარედგინათ. რეგისტრაცია  IWSC Georgia-ს ონლაინ პლატფორმაზე იყო შესაძლებელი, გამარჯვებულები IWSC-ის კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოების შეფასებისას მიღებული ქულების მიხედვით გამოვლინდნენ. პროცესი გამჭირვალედ და სამართლიანად წარიმართა, რადგან ეფუძნებოდა  მონაწილეთა დამსახურებას და ხელს უწყობდა საერთაშორისო აღიარებას.

2026 წლის კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ დააგემოვნა და შეაფასა თითქმის 400 ღვინო. აღმოაჩინეს განსაკუთრებული ნიმუშები, რომლებიც აერთიანებდნენ საქართველოს მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს თანამედროვე მსოფლიო ტენდენციებთან.

ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველი მეღვინე :

  1. გიორგი ჯმუხაძე, გიუაანი
  2. ლუკა ჩიხრაძე, მონასტრული
  3. თამთა აივაზიშვილი, დების ღვინო
  4. სოფო ხუტიძე, წინანდლის მამული
  5. ანა დოხნაძე, ნაბერაული
  6. ოთარ ბიბილეიშვილი, ბრიცა
  7. გიორგი შიუკაშვილი, კონჭო
  8. თორნიკე მათითაიშვილი, ბარბალეს მარანი
  9. დიმიტრი თავბერიძე, ქართველი
  10. ალექსანდრე ჩალათაშვილი, ლიონიძის ზვარი

გილოცავთ ყველა მეღვინეს ! განსაკუთრებული აღიარება ეკუთვნის პირველი ადგილის მფლობელ გიორგი ჯმუხაძეს, „გიუაანის მეღვინეობიდან“, რომელმაც ასევე მოიპოვა IWSC-ის ტიტული „წლის საუკეთესო ქართული ღვინის მწარმოებელი საქართველოში“.

იხილეთ გამარჯვებულების სია აქ: iwsc-georgia.ge/top10