background
IWSC-ის საერთაშორისო კონკურსს საქართველოში სპირტიანი სასმელების კატეგორია დაემატება!

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსს საქართველოში სპირტიანი სასმელების კატეგორია დაემატება!

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ წელს პირველად IWSC-ის საერთაშორისო კონკურსს საქართველოში სპირტიანი სასმელების კატეგორია დაემატება!
ღვინის გარდა, ახლა საუკეთესო ქართულ სპირტიან სასმელებსაც გამოვავლენთ! პრესტიჟული ჯილდო შექმნის ახალ შესაძლებლობას გამორჩეული მაღალალკოჰოლური სასმელების წარმოსაჩენად. ჩვენ გვინდა მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ჭაჭა, ბრენდი, არაყი და სხვა სასმელები!