IWSC საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსის წლევანდელმა შედეგებმა ნათლად აჩვენა, ბოლო წლებში რამდენად სწრაფად და შორს წავიდა ქვეყანა, როგორც ღვინის ხარისხის ამაღლების, ისე მეღვინეობის მრავალფეროვნებითა და მასშტაბით. სანი ჰოჯი იმ გავლენიან ბრიტანელ ღვინის სპეციალისტთაგან ერთ-ერთია, ვინც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, კონკურსში მონაწილე ღვინოები შეაფასა. წარმოგიდგენთ მის სტატიას ღვინის გავლენიან ბრიტანულ  მედია გამოცემაში The Buyer. საქართველო წარმოადგენს სამყაროთა გადაკვეთას – ის ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, ხოლო მისი სამზარეულოსა და ღვინის კულტურა ძველი და ახალი სამყაროს ტრადიციათა საუკეთესო ელემენტებს აერთიანებს. ღვინის სამშობლოდ მიჩნეულ ქვეყანაში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი და ყურძნის წიპწები ღვინის წარმოების პირველ ცნობილ არქეოლოგიურ მტკიცებულებებს წარმოადგენს. გასაკვირია, რომ მკაფიო ტრადიციების, წარმოშობის ისტორიისა და მეზობელი რუსეთისგან მკვეთრად დაშორების მიუხედავად, ქართული ღვინოები თანამედროვე ღვინის მენიუებში უფრო მნიშვნელოვან ადგილს არ იკავებს. 2025 წელს საქართველოში IWSC-ის მეოთხე კონკურსი გაიმართა, რომელსაც  IWSC-ის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა, ადამიანი, რომელიც ქართული ღვინის გულშემატკივარია და ქართული ღვინის მწარმოებლებისა და ბრიტანეთის სავაჭრო სექტორის ერთმანეთთან დაკავშირებაზე გულმოდგინედ ზრუნავს. მისი პრაქტიკული ცოდნა ქართული ღვინის შესახებ შეუდარებელია, რასაც საქართველოში დიდი პატივისცემით აფასებენ.  ებოტი დეგუსტაციამდე რამდენიმე დღით ადრე აღნიშნავდა, რომ საქართველოში 525-ზე მეტი ადგილობრივი ყურძნის ჯიშია, რის გამოც ქვეყანას ღვინის აკვნად მოიხსენიებენ; ვაზის ამ ენდემური ჯიშებიდან მრავალი შეიცავს „ველური“ წინაპრის, Vitis vinifera-ს დნმ-ის დიდ ოდენობას. ქართული ღვინის უმეტესი ნაწილი წარმოებულია საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში, რომელიც ქვეყნის ვენახების დაახლოებით 70%-ს მოიცავს და ცნობილია ისეთი ჯიშების ბრწყინვალე ნიმუშებით, როგორიც საფერავი და რქაწითელია. საქართველოში ფართოდ გავრცელებული ეს ორი ჯიში ევროპაში უძველესი მეღვინეობის ტექნოლოგიის, ქვევრის გამოყენების ტრადიციასთან ერთად, ქართული ღვინის სინონიმად იქცა. ძველი სამყაროს მრავალი საოცრების მსგავსად, ქვევრის ნიმუშები სრულყოფილად ასრულებდნენ თავის ფუნქციას ბევრად ადრე, ვიდრე ჩვენ ამ ფუნქციის უკან მდგომი სამეცნიერო საფუძვლები გვექნებოდა გააზრებული. ამ თიხის ჭურჭლების ფორმა დუღილის პროცესში მწარე ყურძნის წიპწებს ძირში აქცევს, რის შედეგადაც ისინი აღარ უშლიან ხელს ფერმენტაციას. ამავდროულად, ისინი ეხმარებიან კონვექციური დინებების ჩამოყალიბებას, რაც აჩქარებს ყურძნის კანის მოცილებას დუღილის დროს. ქვევრის მიწისქვეშ შენახვა კი, უზრუნველყოფს დუღილის ტემპერატურის უკეთ რეგულირებას: ყველაფერი ეს ინჟინრულად იყო გადაწყვეტილი მანამ, ვიდრე დუღილში ცოცხალი საფუარის როლს სრულად გავიაზრებდით. წელს კონკურსი ბათუმში გაიმართა  – დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქში. დასავლეთ საქართველოში ყოფნისას ჟიურის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქვევრის ღვინოების უფრო მსუბუქ და ცინცხალ –  იმერულ სტილს. აქ, ქარვისფერი და წითელი ღვინოების შემთხვევაში, გავრცელებული პრაქტიკაა კანის გარკვეული ნაწილის დუღილამდე ჩამოცილება; ხშირად გამოიყენება მხოლოდ კანის დაახლოებით 30%, რაც უფრო რბილი და ნაკლებტანინიანი ღვინის შექმნას განაპირობებს. IWSC Georgia-ს საერთაშორისო ჟიურის ვარსკვლავურ შემადგენლობაში შედიოდნენ: •	რებეკა პალმერი – ასოცირებული დირექტორი, Corney & Barrow; •	ვილ ჰილი – მმართველი დირექტორი, Novel Wines; •	ადამ მიხოცკი – დამფუძნებელი, Central Wines; •	ჯოანა ნერანცი – 2025 წლის გაერთიანებული სამეფოს „წლის სომელიეს“ კონკურსის მეორე პრიზიორი; •	სალვატორე კასტანო – ღვინის ბაიერი, Friarwood Wines; •	დეივიდ კერმოდი – ჟურნალისტი და ღვინის მწერალი; ამ გამოცდილი საერთაშორისო ექსპერტების გვერდით, ჟიურის შემადგენლობაში წარმოდგენილი იყვნენ ადგილობრივი ავტორიტეტული პროფესიონალები: ლევან მეხუზლა – საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს თავმჯდომარე; მარიამ ხომასურიძე – მევენახეობისა და ენოლოგიის პროფესორი; ჯაბა ძიმისტარიშვილი – საქართველოს საუკეთესო სომელიე – 2021; მაია კაციტაძე – „სარაჯიშვილის“ ტექნოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; და დარია ხოლოდილინა – თანაავტორი წიგნისა „საქართველო – ღვინის აკვნის გზამკვლევი“ დაჯილდოების მიმოხილვა ორი დღის განმავლობაში ჩატარებულმა დეგუსტაციამ შთამბეჭდავი შედეგები გამოიღო. ღვინის კატეგორიაში: გაიცა 30 ოქროს, 119 ვერცხლისა და 113 ბრინჯაოს მედალი ხოლო ქართულმა სპირტიანმა სასმელებმა დამატებით მოიპოვეს 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი. თეთრმა და წითელმა ღვინოებმა ოქროს მედლების უმრავლესობა თანაბრად გაიყვეს, მაშინ როდესაც ქარვისფერმა და როზემ ოქროს მედლების ოდნავ ნაკლები, დაახლოებით 20% მოიპოვეს. წელს მხოლოდ ორმა მწარმოებელმა მოიპოვა სამი ან მეტი ოქროს მედალი; მათ შორის გამორჩეულები იყვნენ „გიუაანი“ (სულ შვიდი მედალი) და „წინანდლის ძველი მარანი“ (სულ 18 მედალი). წელს ოქროს მედლების მფლობელები ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებით განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ. წარმოდგენილი იყო ქვევრში დაყენებული რქაწითელი და საფერავი; მათთან ერთად სიაში შევიდა ქისი – როგორც თეთრი, ისე ქვევრის ქარვისფერი და მწვანე. აშკარად გამოიკვეთა ნაკლებად ცნობილი ყურძნის ჯიშებით შექმნილი ღვინოების მზარდი ხარისხი. ეს ტენდენცია კარგად აისახა ვერცხლისა და ოქროს მედლების მფლობელებზეც. გამორჩეულ მედალოსნებს შორის იყვნენ „თელიანი ველი“, რომელმაც 11 მედალი მოიპოვა; სომხეთის მწარმოებელი „Noah of Areni“, რომელსაც წელს ხუთი მედალი, მათ შორის, ერთი ოქრო ერგო; „მეღვინეობა შუმი“, რომელმაც 13 მედალი დაიმსახურა; და „ნაბერაული“, რომლის ცოლიკოურმაც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში მიიღო ოქროს მედალი. ავტორი სანი ჰოჯი არის ღვინის მწერალი, ჟიური და ლონდონის ღვინის ბარების Diogenes the Dog და Aspen & Meursault დამფუძნებელი. მისი წიგნი ღვინის მეცნიერების შესახებ – “The Cynics Guide to Wine” – გამოქვეყნდა 2025 წლის აპრილში. სანი ჰოჯის ბიოგრაფიის ნახვა შესაძლებელია აქ: Sunny Hodge Judge | International Wine & Spirit Competition. 2026 წლის საქართველოს დეგუსტაციის სრული შედეგები, რომელიც გურჯაანის ღვინის ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოსთან პარტნიორობით ჩატარდა, ხელმისაწვდომია აქ: IWSC Wine & Spirits Judging in Georgia: medal results and Producer Trophy revealed | IWSC. IWSC-ის გლობალური დეგუსტაციის კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აქ: Global Judging | IWSC International Wine & Spirit Competition.

IWSC საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსის წლევანდელმა შედეგებმა ნათლად აჩვენა, ბოლო წლებში რამდენად სწრაფად და შორს წავიდა ქვეყანა, როგორც ღვინის ხარისხის ამაღლების, ისე მეღვინეობის მრავალფეროვნებითა და მასშტაბით. სანი ჰოჯი იმ გავლენიან ბრიტანელ ღვინის სპეციალისტთაგან ერთ–ერთია, ვინც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, კონკურსში მონაწილე ღვინოები შეაფასა. წარმოგიდგენთ მის სტატიას ღვინის გავლენიან ბრიტანულ  მედია გამოცემაში The Buyer. საქართველო წარმოადგენს […]

ხუთ 08 იან, 2026
ჩვენი გამარჯვება საერთაშორისო კონკურსებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ბიზნესზე, ასევე მეღვინეობაზე. მსგავსი აღიარება ზრდის ბრენდის ცნობადობასა და ნდობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

პარ 31 ოქტ, 2025