background
ჰარი ქროუთერი: ქართული ღვინის უძველესი მემკვიდრეობა ნიშნავს, რომ, როგორც ყველაფერში, აქაც ბევრი ისტორიაა მოსაყოლი…

ჰარი ქროუთერი: ქართული ღვინის უძველესი მემკვიდრეობა ნიშნავს, რომ, როგორც ყველაფერში, აქაც ბევრი ისტორიაა მოსაყოლი…

IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება.

კონკურსის ფარგლებში ინგლისელი ღვინის ბაიერი ჰარი ქროუსერი პირველად ესტუმრება საქართველოს, მანამდე კი გვიზიარებ თავის მოლოდინებს.

– როგორც ღვინის ბაიერი, სპეციალიზებული პერსონალიზებული ღვინის შერჩევაში, როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება თქვენს გამოცდილებას IWSC-ის კონკურსში ჟიურიდ ყოფნაზე? 

კარგი კითხვაა. ჩემი სამუშაოს ინდივიდუალური ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ შევარჩიო სწორი ღვინოები სწორი მომხმარებლისთვის. ასე რომ, როდესაც ვაგემოვნებ და ვაფასებ ღვინოებს საქართველოდან, მე ყოველთვის ვფიქრობ ჩემი მომხმარებლების გემოვნებაზე. ვფიქრობ კონკრეტული ღვინო შესაფერისია თუ არა ჩემი მომხმარებლებისთვის და, შესაბამისად, ბრიტანეთის ბაზრისთვის.

– თქვენ სხვადასხვა დროს მუშაობდით ისეთ ქვეყნებში, სადაც მეღვინეობა მაღალ დონეზეა განვითარებული, ახალ ზელანდიაში, პორტუგალიასა და დოუროს ველზე… როგორ იმოქმედებს ამ მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილების ქონა ქართული ღვინოების შეფასებაზე?

ვფიქრობ, ამ გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა შევხედო მეღვინეობებს სხვადასხვა პერსპექტივიდან. სანამ საუბარს დავიწყებ არომატებსა და გემოზე, ჩემთვის ნომერ პირველი შეფასების კრიტერიუმი არის სისუფთავე, არის თუ არა ამ მხრივ ნაკლოვანებები და .. ვიცი, რომ ქართული ღვინო საკმაოდ ბუნებრივი სტილით გამოირჩევა, ამიტომ ჩემი ეს ცოდნა ღვინის სისუფთავის შესახებ, კარგად დამეხმარება.

– მშვენიერი…. თქვენ მუშაობდით ისეთ პრესტიჟულ ადგილებში, როგორიცაა Hedonism და M რესტორნების ქსელი. რა გავლენა იქონია ამ გამოცდილებამ ღვინის ხარისხსა და მომხმარებლის მოთხოვნილებების გაგებაში?

დიახ, ეს კარგი კითხვაა. ამ გამოცდილებამ საშუალება მომცა დავინახო ორი ძალიან განსხვავებული გარემო. Hedonism გვთავაზობს უმაღლესი ხარისხის იშვიათ ღვინოებს, თუმცა აქ წარმოდგენილი ღვინოები არ ასახავს რეალურ ბრიტანულ ბაზარს. მეორე მხრივ, M რესტორნების ქსელი უფრო მეტად ასახავს რეალურ ბაზარს

– როგორც საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც ფოკუსირებულია ღვინის მომგებიანობაზე სავაჭრო სექტორში, ღვინის რომელ ასპექტებს მიიჩნევთ წარმატებისთვის გადამწყვეტად? როგორ შეიძლება მოერგოს ქართული ღვინოები, თავიანთი უნიკალური მახასიათებლებითა და უძველესი ტრადიციებით დღევანდელ ბაზარს?

საინტერესო კითხვაა. პირველ რიგში, ქართული ღვინის უძველესი მემკვიდრეობა ნიშნავს, რომ, როგორც ყველაფერში, აქაც ბევრი ისტორიაა შემორჩენილი და მოსაყოლი…

რა ასპექტებს მივიჩნევ გადამწყვეტად ღვინის წარმატებისთვის? ვფიქრობ, შეფუთვა უკიდურესად მნიშვნელოვანია. იმის მიხედვით, რაც მე მინახავს, ვფიქრობ შეფუთვისა და მარკეტინგის მიმართულებით ქართული ღვინის ინდუსტრიას სამუშაო აქვს. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, მათ შორის ზოგიერთი ძალიან გავლენიანი ღვინის მაგისტრიც, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან საქართველოს ღვინოების მარკეტინგის განვითარებაზე. შეფუთვა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ელექტრონული კომერციის გარემოში, რომელშიც მე ვმუშაობ დღესდღეობით

– როგორც IWSC-ის ჟიურის ახალი წევრი საქართველოში, რა იქნება თქვენი წილი კონკურში ღვინის შეფასების პროცესში?

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ვფიქრობ, ჩემს წინა პასუხს თუ დავუბრუნდებით მეღვინეობის შესახებ, წარმოების პერსპექტივიდან მე მაქვს კონკრეტული გამოცდილება, რომელიც შეიძლება უფრო ფართო იყოს, ვიდრე სხვა მსაჯების. ასვევე, როგორც ახალი მსაჯი, შემიძლია ზოგად სურათს სრულიად ახალი თვალით შევხედო.

– დიახ, ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თქვენ ამ საქმის ნაწილი ხართ. თქვენ გაქვთ, როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ღვინოებთან მუშაობის გამოცდილება. როგორ უდგებით ისეთი ქვეყნის ღვინოების შეფასებას, რომელსაც აქვს უძველესი მეღვინეობის ტრადიცია, როგორიცაა საქართველო?

საქართველო უძველესი ქვეყანაა, ამიტომ ვფიქრობ, ამ საქმეში დიდი დაკვირვება მომეთხოვება. ბევრი საქმე კეთდება ამ ღვინოების მოდერნიზაციისთვის. ნამდვილად გასათვალისწინებელია ისიც, თუ რას აკეთებს კარგად ახალისამყარო”, რადგან ბევრი რეგიონი საკმაოდ პროგრესულია. საბოლოო ჯამში, საქმე ეხება ძველსა და ახალს შორის ბალანსის პოვნას, ორივე ისტორიის მოყოლას.