background
ექიმის-ბიო-მარანი: ოქროს მედლის მიღებამ IWSC ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე უდიდესი სიხარული და სტიმული მოიტანა

ექიმის-ბიო-მარანი: ოქროს მედლის მიღებამ IWSC ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე უდიდესი სიხარული და სტიმული მოიტანა

გასულ წელს IWSC Wine Judging in Georgia კონკურსზე გაცემული ოქროს მედლებიდან ერთ-ერთი ექიმის ბიო-მარანის” 2021 წლიან რქაწითელს ერგო.

“ოქროს მედლის მიღებამ IWSC ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე უდიდესი სიხარული და სტიმული მოიტანა. ეს იყო რეალური მაგალითი, თუ როგორ ობიექტურად და მაღალპროფესიონალურად ფასდება თითოეული ღვინო.” – მარინა კაკიაშვილი, “ექიმის ბიო-მარანის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ეს გამარჯვება არა მხოლოდ “ექიმის ბიო-მარანის” წარმატებაა, არამედ მთელი ქართული მეღვინეობის აღიარებაა საერთაშორისო ასპარეზზე. მარინას თქმით, ამ ჯილდომ მათი მარანი უფრო ცნობადი გახადა, რამაც გამოიწვია:

  • მზარდი ინტერესი ექსპორტიორების მხრიდან
  • ახალი პარტნიორობები ადგილობრივ ღვინის მაღაზიებთან და ბარებთან
  • გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობები

ეს ისტორია გვიჩვენებს, რომ თავდაუზოგავი შრომა და ხარისხზე ორიენტირება ყოველთვის ფასდება. ვულოცავთ მარინას და მთელ გუნდს ამ დიდ მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მომავალში!