background
ჩვენი გამარჯვება საერთაშორისო კონკურსებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ბიზნესზე, ასევე მეღვინეობაზე. მსგავსი აღიარება ზრდის ბრენდის ცნობადობასა და ნდობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

ჩვენი გამარჯვება საერთაშორისო კონკურსებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ბიზნესზე, ასევე მეღვინეობაზე. მსგავსი აღიარება ზრდის ბრენდის ცნობადობასა და ნდობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

IWSC-ის გასული წლის ოქროს მედლის მფლობელი მეღვინეობა „შუმის“ გენერალური დირექტორი აკაკი ცოფურაშვილი კონკურსის მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც ბატონი აკაკი აღნიშნავს საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ბიზნესზე, ასევე მეღვინეობაზე. მსგავსი აღიარება ზრდის ბრენდის ცნობადობასა და ნდობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. 

რას ნიშნავს თქვენთვის ოქროს მედლის მოპოვება ამ ღონისძიებაზე?

ჩვენთვის IWSC-ზე ოქროს მედლის მოპოვება განსაკუთრებული სიხარულისა და სიამაყის მიზეზია. ეს ჯილდო ადასტურებს ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხს და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „შუმის“ ღვინოები ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს საერთაშორისო არენაზე.

რას მიიჩნევთ თქვენი წარმატების მთავარ ფაქტორად?

ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორია უკომპრომისო დამოკიდებულება ხარისხის მიმართ, ინოვაციური მიდგომები და ჩვენი გუნდის ერთგული შრომა, რომელიც ყოველ ეტაპზე სრულყოფილებას ესწრაფვის.

 როგორ აისახა გამარჯვება თქვენს ბიზნესზე ან მეღვინეობაზე?

„შუმმა“ პირველი მოსავალი 2001 წელს მიიღო. ამ მოსავლის ღვინოებიდან დაწყებული დღემდე, კომპანიის პროდუქცია 850-ზე მეტი მედლითაა დაჯილდოებული სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე ბოლო წლების განმავლობაში „შუმი“ რეგულარულად სახელდება „საქართველოს საუკეთესო მწარმოებლად“ ისეთ გავლენიან კონკურსზე, როგორიცაა The MUNDUS VINI Grand International Awards, და იკავებს საპატიო ადგილს სიაში The TOP 100 Premium Wine & Spirits Brands of the World.

ჩვენი გამარჯვება საერთაშორისო კონკურსებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ბიზნესზე, ასევე მეღვინეობაზე. მსგავსი აღიარება ზრდის ბრენდის ცნობადობასა და ნდობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე,

ყოველი ჯილდო ჩვენთვის უაღრესად ძვირფასია, რადგან თითოეული ბოთლის უკან დგას ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი, გულწრფელი სიყვარული საქმისადმი და დაუღალავი შრომა. თითოეული ჯილდო ჩვენთვის წარმოადგენს დიდ მოტივაციას — შევინარჩუნოთ ის მაღალი ხარისხი, რის გამოც „შუმი“ დღეს აღიარებულია მსოფლიოს წამყვან ღვინის ბრენდებს შორის.