ინტერვიუ “ავანდის” თანადამფუძნებელ დანიილ ნადაშვილთან.
რას ნიშნავს IWSC-ზე მიღებული ოქროს მედალი თქვენი მეღვინეობისა და სამომავლო გეგმებისთვის?
IWSC-ის ოქროს მედალი „ავანდისთვის“ ჩვენი გუნდის შრომისა და ღვინის ხარისხის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ის აძლიერებს ნდობას ჩვენი მეღვინეობის მიმართ და გვეხმარება, ქართული ღვინო ახალ მომხმარებლებსა და პარტნიორებს გავაცნოთ. ეს წარმატება გვაძლევს მოტივაციას, განვვითარდეთ, შევინარჩუნოთ ჩვენი ხელწერა და საერთაშორისო ბაზრებზე უფრო აქტიურად წარმოვჩნდეთ.
რას უთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას თქვენი მეღვინეობის განვითარებისა და წინსვლისთვის?
„ავანდის“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ღვინოების მრავალფეროვნებას სტაბილური ხარისხი აერთიანებდეს. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ წარმოების თითოეულ ეტაპს, გუნდის ცოდნის გაღრმავებასა და ტექნოლოგიების განვითარებას. ამავდროულად, ვმუშაობთ ბრენდის ცნობადობის ზრდასა და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებაზე. IWSC-ის მსგავსი კონკურსების პროფესიული შეფასება ამ გზაზე ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი ორიენტირი და წინსვლის დამატებითი მოტივაციაა.
რას ურჩევდით სხვა ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობისა და მიღებული შედეგების გამოყენების კუთხით? რა არის მნიშვნელოვანი მედლის მიღების შემდეგ?
ქართველ მეღვინეებს ვურჩევდით, თამამად წარმოაჩინონ საკუთარი ღვინის ხასიათი და ქართული ჯიშების მრავალფეროვნება. IWSC ამისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სივრცეა, სადაც ღვინოს პროფესიონალები აფასებენ. მედლის მიღების შემდეგ კი მნიშვნელოვანია რომ დეგუსტაციებითა და მიზანმიმართული კომუნიკაციით აუხსნან მომხმარებელს, რა დგას დაჯილდოებული ღვინის უკან. ჩვენი გამოცდილებით, მედალი ყურადღებას იზიდავს და ბრენდის/ღვინის მიმართ გაჩენილ ინტერესს უფრო აღრმავებს.
იხილეთ კომპანიის პროფილი IWSC-ის ოფიციალურ გვერდზე.