background
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia: შედეგები ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia: შედეგები ცნობილია

IWSC-ის გლობალური დეგუსტაციების ციკლი საქართველოში გამართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსით გაიხსნა. ნკურსმა თავი მუყარა მსოფლიოს წამყვან ღვინის ექსპერტებს, მათ შორის, ბრიტანელი სპეციალისტების ძლიერ გუნდსა და  ქართველ პროფესიონალებს.

მრავალფეროვანი ნიმუშების დაგემოვნების შედეგად, ჟიურის ჰქონდა საშუალება შეფასებული ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების სტილის, ტექნიკისა და კულტურული თავისებურებები ღრმად გაეანალიზებინათ. ამ ღონისძიებამ წარმოაჩინა როგორც ქართული ღვინის რეგიონის უნიკალური პოტენციალი, ისე ინდუსტრიის ზრდის მაღალი ტემპი და საერთაშორისო კონტექსტში მათი მზარდი როლი.

საქართველომ 2026 წლის გლობალური დეგუსტაციების დასაწყებად IWSC-ის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსის ვარსკვლავურ ჟიურის უმასპინძლა. ქართული და სომხური ღვინოების დაგემოვნებასთან ერთად, ჟიურიმ რეგიონის სპირტიანი სასმელებიც შაეფასა. ორდღიანი დეგუსტაციების შემდეგ, ჟიურის წევრებმა ხაზი გაუსვეს, თუ  როგორია მათი სამომავლო მოლოდინები, რა იყო მათთვის გამორჩეული და განსაკუთრებული.

IWSC-ის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსმა საქართველოში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, საქართველოდან და სომხეთიდან თითქმის 400 ნიმუში მიიღო. მსაჯთა საერთაშორისო პანელს, სარა ებოტის ხელმძღვანელობით, წარმოადგენდნენ ბრიტანელი ღვინის ექსპერტები: უილ ჰილი, რებეკა პალმერი, სანი ჰოჯი, ადამ მიხოცკი, დევიდ კერმოდი და ჯოანა ნერანცი . პანელს ასევე შეუერთდნენ ქართველი და სომეხი ღვინის პროფესიონალები, რომელთაც შეუფასებელი ცოდნა და გამოცდილება შემატეს პროცესს. სპირტიანი სასმელების ჟიურის საერთაშორისოდ ცნობილი სომელიე და ღვინის შესყიდვების სპეციალისტი სალვატორე კასტანო ხელმძღვანელობდა.

საერთო ჯამში, წლევანდელი წელი ჟიურისთვის განსაკუთრებით დამამახსოვრებელი იყო ხარისხის მაღალი მაჩვენებლით. საქართველოში ყოველთვის აღმაფრთოვანებელი და გამაოცებელია წარმოდგენილი ნიმუშების სიღრმე და ხარისხი; ასევე ის განსხვავებული და ამაღელვებელი სტილი, რომლებიც ასე საოცარი და მომხიბვლელია — აღნიშნა ჟიურის წევრმა რებეკა პალმერმა. თეთრმა და ქარვისფერმა ღვინოებმა განსაკუთრებით ბევრი ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვეს. სანი ჰოჯი ხაზს უსვამს: თეთრი ღვინოები გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო და მთლიანობაში ბევრად გაუსწრო წითელ ღვინოებსისინი სტაბილურად სუფთა, კარგად დაბალანსებული და პროფესიონალურად გაკეთებულია. ბევრი მომხმარებელს ქვევრის ღვინისადმი სხვა მოლოდინი აქვს, თუმცა ამ თეთრებმა და ქარვისფრმა ღვინოებმა მეღვინეობის რეალური ოსტატობა წარმოაჩინეს.  ქართული ადგილობრივი ჯიშები წელსაც წარმატებული აღმოჩნდა. ჟიურის ქართველი წევრი – დარია ხოლოდილინია თავის ფავორიტად ადგილობრვი ჯიშებისაგან შექმნილ 2 ღვინოს ასახელებს.  ზოგადად, ადგილობრივი ჯიშები  ძალიან საინტერესო იყო  გემოვნური და შემეცნებითი თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა იყო სტილის ნაწილი, რა იყო ჯიშისთვის დამახასიათებელი და სად გადიოდა ზღვარი,“ — განმარტა მან.

რებეკა პალმერი და დევიდ კერმოდი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საფერავის ნიმუშები განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო — როგორც სირთულით, ისე სიღრმითა და სერიოზულობით. ჯოანა ნერანცმა კი დამატებით აღნიშნა: განსაკუთრებით საინტერესო იყო კასრში დავარგებული საფერავი. კონკურსზე იყო ნიმუშები, რომლებიც ინარჩუნებდნენ ტრადიციულ სტილს, და იყო ისეთებიც, რომლებიც უფრო ევროპული მიდგომით გამოირჩეოდნენ”. ასევე, ჟიურისთვის სასიამოვნო იყო სომხური ღვინის წლევანდელი წარმატებაც. დევიდ კერმოდმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვაზის ერთ ჯიშზე: არენი უზარმაზარ პოტენციალს წარმოადგენს სომხეთისთვის თავისი რბილი ტექსტურითა და გრილი არომატით. ეს ჯიში მხოლოდ სომხეთს ეკუთვნის, რაც ქვეყანას უნიკალურობას ანიჭებს მსოფლიო ბაზარზე, რომელი ხშირად მსგავსი ან იდენტური ჯიშებით არის დაკომპლექტებული.

სპირტიანი სასმელების კატეგორიაში ქართული ბრენდიმ და ჭაჭამ  მრავალი ოქროს მედლით განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია.  სალვატორე კასტანომ, აღნიშნა, რომ ქართული ბრენდები ყოველწლიურად უკეთესდება. ხოლო უილ ჰილს განსაკუთრებით საინტერესო და ღირებული ეჩვენა დისკუსიები ჭაჭის გარშემო. მთლიანობაში, ეს კიდევ ერთი გამორჩეული წელი იყო საქართველოში გამართული დეგუსტაციისთვის — ნიმუშების უმაღლესი ხარისხი სრულად აისახა მედლების ოდენობაში. თვალყური ადევნეთ 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ სრულ ინფორმაციას, რათა გაიგოთ, როგორი იყო ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების საერთო შედეგი.

საქართველოში გამართულმა IWSC-ის დეგუსტაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონის, განსაკუთრებული ადგილი გლობალურ ღვინის რუკაზე. თეთრი და ქარვისფერი ღვინოების წარმატებამ, ადგილობრივი ჯიშების ხარისხმა, საფერავის შთამბეჭდავმა ნიმუშებმა და სომხური სასმლის გამორჩეულმა პოტენციალმა ნათლად აჩვენა, რომ რეგიონი ინარჩუნებს და მუდმივად ზრდის მაღალი სტანდარტის პროდუქციის წარმოების უნარს. ქართული ბრენდისა და ჭაჭის განსაკუთრებულმა აღიარებამ კი კიდევ უფრო გაამყარა ქვეყნის პოზიცია სპირტიანი სასმელების საერთაშორისო ბაზარზე. წლევანდელმა შედეგებმა არა მხოლოდ მაღალი პროფესიული შეფასებები მიიღო, არამედ გამოხატა მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც ტრადიციასა და ინოვაციას შორის ბალანსის დამსახურებაა.