ინტერვიუ Novel Wines-ის დირექტორთან ვილ ჰილთან.
საქართველო ხშირად მოიხსენიება როგორც „ღვინის აკვანი“, თუმცა ბევრი მომხმარებლისთვის ის ჯერ კიდევ უცნობია. რა მოლოდინები გაქვთ ქართული ღვინოების დაგემოვნებისას და რას იმედოვნებთ, რომ აღმოაჩენთ IWSC 2026-ის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსის ფარგლებში ?
გულწრფელად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ქართული ღვინოების ხარისხის თვალსაჩინო გაუმჯობესება მახარებს . დაწყებული ყველაზე ხელმისაწვდომი, სუფთა და უშეცდომო ნიმუშებით და დამთავრებული ყველაზე რთული, მრავალშრიანი და დაძველებული ღვინოებით. რაც შეეხება იმას, რისი აღმოჩენაც მსურს? იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტ უცნობ ჯიშს ვნახავ (თუნდაც საქართველოსთვის!) და აღმოვაჩენ უფრო საინტერესო და დინამიურ ქვევრის ღვინოებს.
Novel Wines-ში თქვენ ცნობილი ხართ როგორც მრავალფეროვანი და იშვიათი ვაზის ჯიშების მხარდამჭერი. როგორ ფიქრობთ, რა ადგილი უკავია ქართულ ადგილობრივ ჯიშებსა და ღვინის დამზადების სტილს საერთაშორისო ღვინის სამყაროში?
ჩემთვის ისინი იდეალურად ერგებიან საერთაშორისო ღვინის სამყაროს!! ქართული ადგილობრივი ჯიშები გვთავაზობენ ყველაფერს, რასაც ღვინის სამყარო ითხოვს – ყოველდღიური, მსუბუქი სასმელებიდან დაწყებული, განსაკუთრებულ, რთულ გემოებამდე. სახელების გამოთქმა ზოგს უჭირს, თუმცა საფერავი და ქისი ინგლისურენოვან ქვეყნებში უპრობლემოდ იყიდება.
თქვენ დიდ ენთუზიაზმს იჩენთ ღვინის ინდუსტრიაში მდგრადობის მიმართ. რომელმა პრაქტიკამ ან სიახლემ მიიპყრო ბოლო დროს თქვენი ყურადღება და როგორ ხედავთ მათ გავლენას ღვინის დამზადების ტექნიკაზე – განსაკუთრებით კავკასიის მსგავს რეგიონებში?
მიყვარს ამ სფეროში ახალი ამბების მოსმენა. დღემდე მაინტერესებს პრეციზიული ვაზის მოვლისა და დრონების გამოყენების დეტალები ვენახებში. თუმცა ახლა ყველაზე დიდ ყურადღებას ხელოვნური ინტელექტის ზრდა იქცევს – ეს ისეთი რამეა, რასაც ნამდვილად თვალს ვადევნებთ. AI-ს შეუძლია მხარი დაუჭიროს მდგრადობას ღვინის დამზადების მთელ პროცესში და მის მიღმაც.
როგორც ღვინის ბაიერი, რა თვისებებს ეძებთ უცნობი რეგიონებში ბრიტანეთის ბაზრისთვის?
ხარისხის გარდა, რა ხდის ღვინოს კომერციულად წარმატებულს? ფასის და ხარისხის შესაბამისობა. შემდეგ – გაყიდვის პოტენციალი, რაც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: დაწყებული მარკეტინგული ისტორიით, დამთავრებული შეფუთვით.