background
ოქროს მედლის მოპოვება ამ კონკურსზე არის ჩვენთვის მორიგი მნიშვნელოვანი აღიარება, რომელიც განამტკიცებს ჩვენი ღვინის უნიკალურობასა და ხარისხს საერთაშორისო ასპარეზზე

ოქროს მედლის მოპოვება ამ კონკურსზე არის ჩვენთვის მორიგი მნიშვნელოვანი აღიარება, რომელიც განამტკიცებს ჩვენი ღვინის უნიკალურობასა და ხარისხს საერთაშორისო ასპარეზზე

ინტერვიუ “კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნის” მარკეტინგის აღმასრულებელ ხელმძღვანელთან სალომე დოლიძესთან. 

რას ნიშნავს თქვენთვის ოქროს მედლის მოპოვება ამ ღონისძიებაზე?

ოქროს მედლის მოპოვება ამ კონკურსზე არის ჩვენთვის მორიგი მნიშვნელოვანი აღიარება, რომელიც განამმტკიცებს ჩვენი ღვინის უნიკალურობასა და ხარისხს საერთაშორისო ასპარეზზე.

რას მიიჩნევთ თქვენი წარმატების მთავარ ფაქტორად?

ჩვენი წარმატების უმთავრესი ფაქტორის წარმოადგენს ჩვენი უაღრესად დიდი გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები რასაც მუდმივად ვნერგავთ ტრადიციული მეღვინეობის მეთოდოლოგიის პარალელურად. ასევე საკვანძოა ჩვენი პროფესიონალი გუნდი და იმ საქმის უსაზღვრო სიყვარული, რასაც ვაკეთებთ.

როგორ აისახა გამარჯვება თქვენს ბიზნესზე ან მეღვინეობაზე?

გამარჯვება ზრდის ჩვენი ბრენდის ცნობადობას, ეხმარება ჩვენს პარტნიორებს ჩვენი ღვინის პოპულარიზაციაში და ამავდროულად წარმოადგენს ერთგვარ მტკიცებულებას, რომ ერთერთ საუკეთესო გემოვნური თვისებებისა და ხასითის მქონე ღვინოს ვთავაზობთ  მსოფლიოს,  საქართველოდან – ღვინის სამშობლოდან.