background
IWSC Wine & Spirits Judging in Georgia-ს სპირტიანი სასმელების კატეგორიის ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC Wine & Spirits Judging in Georgia-ს სპირტიანი სასმელების კატეგორიის ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია

წელს მეღვინეებს IWSC Wine & Spirits Judging in Georgia-ზე დიდი სიახლე ელოდებათ: ღვინის პროდუქციის გარდა, მწარმოებლებს შეეძლოთ, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.

წარმოგიდგენთ IWSC Wine & Spirits Judging in Georgia-ს სპირტიანი სასმელების კატეგორიის ჟიურის წევრებს!

ერიკ ცვიბელი – The Samling Hotel-ის ღვინის დირექტორი და უფროსი სომელიე. მრავალგზის გამარჯვებული სომელიეების საერთაშორისო კონკურსებში. სალვატორე კასტანო – ევროპის საუკეთესო სომელიე და Friarwood-ის ღვინის ბაიერი. გიორგი სამანიშვილი – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება.