background
IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე გახდა

IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე გახდა

“ის ფაქტი, რომ ასეთი პრესტიჟული კონკურსი ჩატარდება საქართველში არის ქართული ღვინის კიდევ ერთი გამარჯვება, ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიის გაგრძელება და წინგადაგმული ნაბიჯი საერთაშორისო ბაზრზე.

International Wine & Spirit Competition (IWSC) ჯერ კიდევ 1969 წელს დაარსდა და 50 წლის განმავლობაში მათ შეძლეს შეექმნათ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ საუკეთესოების გამოვლენაზე, არამედ გამოცდილების გაზიარებაზე, საინტერესო ღვინოების და მეღვინეების აღმოჩენაზე, მათთვის ახალი გზებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.

სწორედ ამ შესაძლებლობებზე ექნებათ წვდომა ქართველ მწარმოებლებს კონკურსში მონაწილეობით და უფრო მეტიც, ისინი შეძლებენ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ მსოფლიო დონის ღვინის მაგისტრებთან, სომელიეებთან, ექსპერტებსა თუ ღვინის შემსყიდველებთან, მიიღონ მათგან რჩევები, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და მოიძიონ ახალი ბაზრები. განსაკუთრებით სასიხარულო ამბავია ეს კონკურსი იმ მარნებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო გამოფენებში ვერ იღებენ მონაწილეობას. რაც მთავარია, IWSC-თან თანამშრომლობა არ მთავრდება კონკურსის ჩატარებით, მსოფლიო მასშტაბით ღვინის გამორჩეული კონკურსი, ერთი წლის განმავლობაში მოახდენს საქართველოსი, როგორც ღვინის ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე,” – აცხადებს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი, მარიამ გუჯაბიძე.

IWSC-ი მეტია, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია